მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2012
მიღების თარიღი ივნისი 22, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2012 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილება–დამატებების შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა (გარდა რადიოსიხშირული სპექტრით და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) ექვემდებარება ავტორიზაციას.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. ამავე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება–დამატებების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის განცხადებების ფორმების დამტკიცება და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 32–ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადების ფორმები (დანართი №1 და №2);
2. მოდიფიცირდეს კომისიის მიერ წარმოებული სალიცენზიო და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი და დაემატოს მას მაუწყებლობის ავტორიზაციის მონაცემები თანდართული ფორმით (დანართი №3);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე (ნ. ჯანელიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შერსრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი
