წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №439/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 436 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2012

მიღების თარიღი ივნისი 22, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №439/15 გადაწყვეტილებით სს “სილქნეტს” მიენიჭა ნუმერაციის რესურსები: 1-1-0-0 (ერთი-ერთი-ნული-ნული) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, 1-1-5-5-5 (ერთი-ერთი-ხუთი-ხუთი-ხუთი) დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის, 1-1-7-7-7 (ერთი-ერთი-შვიდი-შვიდი-შვიდი), ინტერნეტ მომსახურებაზე საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, 1-8-0-0-0 (ერთი-რვა-ნული-ნული-ნული) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას  საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ, საქართველოს ტერიტორიაზე.

                საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებულ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებაში” 2012 წლის 24 მაისს  განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დებულების №3 დანართის მე-5 პუნქტით  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განისაზღვრა 110XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.

              კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ახორციელებს საკუთარი აბონენტების საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებთან დაკავშირებას კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №439/15 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსების გამოყენებით.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”სილქნეტს”   საქმიანობის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან” შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს ცვლილება ”სს “სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №439/15 გადაწყვეტილებაში და სს “სილქნეტს“ საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად, ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსიდან (110XXX) გამოეყოს ნუმერაციის რესურსი -110 001.           

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის,  63-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                   შევიდეს ცვლილება ”სს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №439/15 გადაწყვეტილებაში  და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს სს “სილქნეტს“, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს, ნუმერაციის რესურსი - 1-1-0-0-0-1 (ერთი-ერთი-ნული-ნული-ნული-ერთი) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე  ავტორიზაციის ვადით, 2012 წლის 22 ივნისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად”;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ”სს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №439/15 გადაწყვეტილების მე-2 , მე-3 და მე-4 პუნქტები.

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს “სილქნეტისთვის” ჩაბარების დღიდან;

 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                                         ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები