შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს ტელეკომპანია “პიკის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2012
მიღების თარიღი ივნისი 22, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 15 ივნისს №1-07/10 წერილით მიმართა შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგმა“, შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (მოძრავი სატელიტური სადგური) შპს “ტელეკომპანია პიკის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.S.1 |
თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
B.S.2 |
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით |
||
|
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; |
|||
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია პიკი“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
შპს “ტელეკომპანია პიკი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის № B 100 ლიცენზიას, რომლის სახეობაა საერთო მაუწყებლობა.
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა)
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
TV არხი № |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივების დიაგრამა |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
ანძის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს(დბ) |
ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან(მ) |
|
|
თბილისი სატელევიზიო ანძა |
35 |
H |
წრიული |
2000 |
N 41°41 44" E 044°47 09" |
6.0 |
85 ±15 |
ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:
- საფირმო სახელწოდება, საქმინობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- ინფორმაცია შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;
- შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ საოპერაციო აქტივის, კერძოდ მოძრავი სატელიტური სადგურის დეტალური აღწერა;
კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ კუთვნილი მოძრავი სატელიტური სადგურით გაწეული მომსახურებით მიღებულმა საერთო შემოსავალმა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივნისამდე პერიოდში შეადგინა 23728 ლარი. აღნიშნული მომსახურება გაწეული იქნა მხოლოდ ერთი აბონენტისათვის - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“.
შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ 100% წილის მფლობელია შპს “ჩემექსიმ ინტერნეშენალი“.
შპს “ტელეკომპანია პიკის“ დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირი თათოშვილი მამუკა (წილის 55%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი აღდგომელაძე გიორგი (წილის 15%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი გუდაძე თამაზი (წილის 15%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი ტაბიძე ნიკოლოზი (წილის 15%-ის მფლობელი).
შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, აგრეთვე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“, შპს “ჩემექსიმ ინტერნეშენალის“, ფიზიკურ პირ გიორგი აღდგომელაძის, ფიზიკურ პირ თამაზ გუდაძეს და ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ტაბიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. რაც შეეხება შპს “ტელეკომპანია პიკის“ 55% წილის მფლობელ ფიზიკურ პირ მამუკა თათოშვილს, იგი 100% წილის მფლობელია შპს “ჯი-ემ-სი“-ში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯი-ემ-სი“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ტელეკომპანია პიკის“ მიერ შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე, შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტელეკომპანია პიკის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ტელეკომპანია პიკის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგის“ მოთხოვნა;
2. მიეცეს თანხმობა შპს “საქართველოს მედია ჰოლდინგს“, მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - მოძრავი სატელიტური სადგურის, შპს “ტელეკომპანია პიკის“ მიერ შეძენაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
