წვდომის მენიუ

სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 450 / 24

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2012

მიღების თარიღი ივნისი 29, 2012

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა სს „სილქნეტმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/357-12, 13/06/2012  და №7/373-12, 18/06/2012) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ორი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში სს ”სილქნეტი” ითხოვს სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებული ნუმერაციის არასრული ბლოკის შევსებას ნუმერაციის თავისუფალი რესურსით (სულ 211 სააბონენტო ნომერი); ასევე ქ. რუსთავში,  ქ. ბათუმში და დუშეთის, ახალციხის, ხობის, ვანის, საჩხერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის არასრული ბლოკების შევსებას ნუმერაციის თავისუფალი რესურსით (სულ 2929 სააბონენტო ნომერი).

            კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, მართლზომიერად ფლობს:

1.     ქ. ბათუმი  (995 422 XXXXXX) - 34250      სააბონენტო ნომერი;

2.      ქ. რუსთავი (995 341 XXXXXX) – 9347  სააბონენტო ნომერი;

3.      დუშეთის მუნიციპალიტეტი (995 346 XXXXXX) – 1914  სააბონენტო ნომერი;

4.      ხობის მუნიციპალიტეტი (995 414 XXXXXX) –1474  სააბონენტო ნომერი;

5.      ვანის მუნიციპალიტეტი (995 432 XXXXXX) – 1638  სააბონენტო ნომერი;

6.      ზესტაფონის მუნიციპალიტეტი (995 492 XXXXXX) –7316  სააბონენტო ნომერი;

7.      ჭიათურის მუნიციპალიტეტი (995 479 XXXXXX) –4264  სააბონენტო ნომერი;

8.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (995 436 XXXXXX) –2969  სააბონენტო ნომერი;

9.     ახალციხის მუნიციპალიტეტი (995 365 XXXXXX) –  4171  სააბონენტო ნომერი;

10.    საჩხერის მუნიციპალიტეტი (995 435 XXXXXX) –  1468  სააბონენტო ნომერი;

11.    სიღნაღის მუნიციპალიტეტი (995 355 XXXXXX) -4046  სააბონენტო ნომერი

         კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პირებს, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ნუმერაციის არასრულ ბლოკზე, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, მათ სარგებლობაში არსებული ბლოკის შესავსებად საჭირო ნუმერაციის თავისუფალ რესურსზე.

       ,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

       ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

          კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვა გაიცემა -  გეოგრაფიული  ნომრებზე (რომლის სრული ფორმატი 9 ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC -  2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; გეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „3“ და „4“) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;

           კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა      სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის  2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ სს ”სილქნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადებები, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 21.10 ლარის და 292.90 ლარის (0,1 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები თითოეულ ნებართვისთვის ცალ-ცალკე.

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N28  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 211 (ორას თერთმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (995 355243XXX) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: სიღნაღის მუნიციპალიტეტი;

გ)  ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N29  ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 2929 (ორი ათას ოცდა ცხრა) დანართი N2-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა:

1. ქ. ბათუმი  (995 422 XXXXXX) -   436    სააბონენტო ნომერი;

2.  ქ. რუსთავი (995 341 XXXXXX) –  101   სააბონენტო ნომერი;

3. დუშეთის მუნიციპალიტეტი (995 346 XXXXXX) –  210  სააბონენტო ნომერი;

4.  ხობის მუნიციპალიტეტი (995 414 XXXXXX) – 819  სააბონენტო ნომერი;

5.  ვანის მუნიციპალიტეტი (995 432 XXXXXX) – 251  სააბონენტო ნომერი;

6.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტი (995 492 XXXXXX) –142   სააბონენტო ნომერი;

7.  ჭიათურის მუნიციპალიტეტი (995 479 XXXXXX) –  254  სააბონენტო ნომერი;

8.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (995 436 XXXXXX) –217  სააბონენტო ნომერი;

9.  ახალციხის მუნიციპალიტეტი (995 365 XXXXXX) –  140  სააბონენტო ნომერი;

10.  საჩხერისის მუიციპალიტეტი (995 435 XXXXXX) –  359    სააბონენტო ნომერი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 და №2 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

4.  ეცნობოს სს „სილქნეტს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                                         ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები