შპს „ბლექ სი სატის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2012
მიღების თარიღი ივნისი 29, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 30 მაისს, 6 ივნისს და 15 ივნისს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2829-12, №6/2910–12, №6/3079–12) მიმართა შპს „ბლექ სი სატმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს „ბლექ სი სატის“ მიერ 2012 წლის 30 მაისის და 6 ივნისის განცხადებებით მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
ა) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (25.05.2012–25.07.2012) სამაუწყებლო არხების „Еврокино” და „Иллюзион +” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ბ) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (25.05.2012–25.12.2012) სამაუწყებლო არხების „India TV”, „Кухня ТВ”, „Авто Плюс ТВ”, „Боец ТВ” და „Мультимания ТВ” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
გ) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (20.05.2012–31.12.2012) სამაუწყებლო არხების „RTVi”, „Охота и Рыбалка”, „Наше Кино”, “Усадьба”, “Драйв” , “Здоровье”, „Мир Сериала” და „Music Box RU” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
დ) შპს „ბლექ სი სატსა“ და “Niltex Holding Limited”–ს შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (25.05.2012–25.08.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “TV 1000”, “TV 1000 Action”, “TV X”, “TV 1000 Русское Кино” “Viasat History”, “Viasat Explorer”, “Viasat Nature”, Viasat Sport”, Viasat HD”, “THT” და “Comedy Club TV” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ე) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „ევროკონტენტს” შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (25.05.2012–25.08.2012) სამაუწყებლო არხების „НТВ+ Наш Футбол”, „НТВ+ Кино Плюс” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ვ) შპს „ბლექ სი სატსა“ და ООО „Телеканал Дождь”–ს შორის 2012 წლის 11 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (20.05.2012–30.06.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხ „Телеканал Дождь”–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ზ) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „ტელეკომპანია დიას“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „დიას“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
თ) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „ივერია ინტერმედიას“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „ენკი–ბენკის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ი) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „რეალტივი–საქართველოს“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „რეალტივის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
კ) შპს „ბლექ სი სატსა“ და ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთს“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „აფხაზეთის ხმის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ლ) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ შორის 2012 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–31.12.2012) სამაუწყებლო არხების „ჯი ემ ჯი ფეხბურთი“, „ჯი ემ ჯი სპორტი“, „ჯი ემ ჯი კინოგურმანი“, „ჯი ემ ჯი ჰოლივუდი“, „ჯი ემ ჯი სპორტი 2“ და „ჯი ემ ჯი ქალთა კლუბი“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
მ) შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „ჯი–ემ–სის“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „ჯი–ემ–სის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, რის გამოც კომისიის აზრით, შპს „ბლექ სი სატის“ 2012 წლის 30 მაისის და 6 ივნისის განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის №6/2829-12, №6/2910–12, №6/3079–12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ბლექ სი სატის“ 2012 წლის 30 მაისის, 6 ივნისის და 15 ივნისის განცხადებები ნაწილობრივ:
ა) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (25.05.2012–25.07.2012) სამაუწყებლო არხების „Еврокино” და „Иллюзион +” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
ბ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (25.05.2012–25.12.2012) სამაუწყებლო არხების „India TV”, „Кухня ТВ”, „Авто Плюс ТВ”, „Боец ТВ” და „Мультимания ТВ” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
გ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (20.05.2012–31.12.2012) სამაუწყებლო არხების „RTVi”, „Охота и Рыбалка”, „Наше Кино”, “Усадьба”, “Драйв”, “Здоровье”, „Мир Сериала” და „Music Box RU” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
დ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და “Niltex Holding Limited”–ს შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (25.05.2012–25.08.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “TV 1000”, “TV 1000 Action”, “TV X”, “TV 1000 Русское Кино” “Viasat History”, “Viasat Explorer”, “Viasat Nature”, Viasat Sport”, Viasat HD”, “THT” და “Comedy Club TV” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
ე) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „ევროკონტენტს” შორის 2012 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (25.05.2012–25.08.2012) სამაუწყებლო არხების „НТВ+ Наш Футбол”, „НТВ+ Кино Плюс” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
ვ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და ООО „Телеканал Дождь”–ს შორის 2012 წლის 11 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (20.05.2012–30.06.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხ „Телеканал Дождь”–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
ზ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „ტელეკომპანია დიას“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „დიას“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
თ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „ივერია ინტერმედიას“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „ენკი–ბენკის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
ი) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „რეალტივი–საქართველოს“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „რეალტივის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
კ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და ააიპ „მედია ცენტრ ღია აფხაზეთს“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „აფხაზეთის ხმის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
ლ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ შორის 2012 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–31.12.2012) სამაუწყებლო არხების „ჯი ემ ჯი ფეხბურთი“, „ჯი ემ ჯი სპორტი“, „ჯი ემ ჯი კინოგურმანი“, „ჯი ემ ჯი ჰოლივუდი“, „ჯი ემ ჯი სპორტი 2“ და „ჯი ემ ჯი ქალთა კლუბი“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
მ) ცნობილ იქნას შპს „ბლექ სი სატსა“ და შპს „ჯი–ემ–სის“ შორის 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012–01.06.2015) სამაუწყებლო არხ „ჯი–ემ–სის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;
2. ინფორმაცია შპს „ბლექ სი სატის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ბლექ სი სატის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბლექ სი სატისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ბლექ სი სატისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
