წვდომის მენიუ

სსიპ ”112”-სთვის ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ

ნომერი: 456 / 15

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2012

მიღების თარიღი ივნისი 29, 2012

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  მიმართა  სსიპ ”112”-მა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) გამოყოფის თაობაზე.

     სსიპ ”112” არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს, იგი ახორციელებს მომხმარებლებისთვის საგანგებო (ექსტრემალური) მომსახურების მიმწოდებას  (სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია) და ავტორიზებულ პირებთან №7 სიგნალიზაციით ურთიერთჩართვის ორგანიზებისთვის ესაჭიროება ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC).

     კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის  №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“, განისაზღვრა  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC)  სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) მიერ დამტკიცებული Q.708  რეკომენდაციით; “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ”112”, როგორც არაავტორიზებულ პირს, კომისია ანიჭებს ეროვნულ სასიგნალო წერტილის კოდს (NSPC) - უვადოდ.

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ვ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სსიპ ”112”-ს უნდა მიენიჭოს  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC) 003-00 (192), ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, უვადოდ.

       ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა)  ქვეპუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, სსიპ ”112”-ს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU)  Q.708  რეკომენდაციის შესაბამისად, ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (NSPC), უვადოდ, შემდეგი ფორმატით: 003-00 (192);

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სსიპ ”112”-სთვის  ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                                         ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები