წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 468 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2012

მიღების თარიღი ივლისი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 8 ივნისს კომისიას განცხადებით (№9/40-12) მიმართა მოქალაქე ვლადიმერ შენგელაიამ (პირადი ნომერი: 01009001488), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს „ვტვ“–სთვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი შპს „ვტვ“–ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „ვტვ“–ს დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის მოქალაქე ვლადიმერ შენგელაია (პირადი ნომერი: 01009001488). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ვლადიმერ შენგელაია ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა მოქალაქე ვლადიმერ შენგელაიას კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს “ვტვ“–სთვის გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, (19.0.2012, №10/673-12) შპს „ვტვ“ არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა და შესაბამისად, არ არსებობს კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს „ვტვ“–სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ვლადიმერ შენგელაია ფლობს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს  მოქალაქე ვლადიმერ შენგელაიას კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს „ვტვ“–სთვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ მოქალაქე ვლადიმერ შენგელაიას მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის  შპს „ვტვ“–სთვის სარგებლობაში გადაცემაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე და 481-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა მოქალაქე ვლადიმერ შენგელაის, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის შპს „ვტვ“–სთვის გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს შპს „ვტვ“–მ, კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს „ვტვ“–ს მიერ კერძო მაუწყებლობის №B125 ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ვლადიმერ შენგელაიასა და შპს „ვტვ“–სთვის გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.ჯავახიძე);

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომმისიის წევრი                                                                                                              კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები