საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 20 მარტის № 148/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2012
მიღების თარიღი ივლისი 13, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 9/43-12, 02.07.12) მიმართა მოქალაქე ვიტალი კულბიცკიმ (მცხ. ქ. ფოთი, 9 აპრილის ხეივანი № 30, ბინა 25; საქართველოს მოქალაქის პირადი № 42001036329) სამოყვარულო რადიოკავშირების განსახორციელებლად, სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 20 მარტის № 148/7 გადაწყვეტილებით, რადიომოყვარულ ვიტალი კულბიცკის (სახმობი 4L6RD) რადიოსადგურის განთავსების ადგილად მითითებული ჰქონდა ქ. ფოთი, სტალინის სანაპირო № 30. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, ვიტალი კულბიცკი ითხოვს, რომ რადიოსადგურის განთავსების ადგილად მიეთითოს ქ. ფოთი, 9 აპრილის ხეივანი № 30.
კომისია აღნიშნავს, რომ შესაძლებელია დაკმაყოფილდეს რადიომოყვარულ ვიტალი კულბიცკის განცხადებაში აღნიშნული თხოვნა რადიოსამოყვარულო სადგურის განთავსების ადგილის შეცვლის თაობაზე და სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილად განისაზღვროს ქ. ფოთი, 9 აპრილის ხეივანი № 30.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 20 მარტის № 148/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს სახმობი რადიომოყვარულ ვიტალი კულბიცკის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:
|
რეგისტრაციის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
A- 073 |
ვიტალი კულბიცკი |
ქ. ფოთი, 9 აპრილის ხეივანი № 30 |
4L6RD |
“A” |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ № 6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ვიტალი კულბიცკისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
