საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2012
მიღების თარიღი ივლისი 13, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია") განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/45-12, 12.06.12) მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2012 წლის 19-28 სექტემბერს, სამინისტროსა და ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროანტლატიკური რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის ეგიდით, საქართველოში დაგეგმილ ფართომასშტაბიან საერთაშორისო საველე საშტაბო ვარჯიში ”GEORGIA 2012”-ის ჩატარებასთან დაკავშირებით რადიოკავშირისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს კომისია ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ 19 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში დაგეგმილ ფართომასშტაბიან საერთაშორისო საველე საშტაბო ვარჯიში ”GEORGIA 2012”-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ათი დღის ვადით.
კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა გადაეცეს სხვა პირს.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა NF285 და მიენიჭოს სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრის მიხედვით, ქ. თბილისსა და ქვემო ქართლის მხარეში, ათი დღის ვადით 19 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 ივლისის № 473/7 გადაწყვეტილების
დანართი
სამუშაო სიხშირეები
|
№ |
Rx, მჰც |
Tx, მჰც |
|
1 |
162,6250 |
167,6250 |
|
2 |
162,8250 |
167,8250 |
|
3 |
167,1500 |
172,8000 |
|
4 |
167,9000 |
172,5000 |
|
5 |
— |
168,3750 |
|
6 |
— |
172,7200 |
|
7 |
— |
172,7500 |
|
8 |
— |
406,4500 |
|
9 |
— |
406,6750 |
|
10 |
— |
406,7000 |
|
11 |
— |
416,4500 |
|
12 |
— |
416,6750 |
|
13 |
— |
416,7250 |
|
14 |
— |
426,6750 |
|
15 |
— |
428,6750 |
|
16 |
— |
448,2500 |
|
17 |
— |
448,5250 |
|
18 |
— |
450,0125 |
|
19 |
411,0000 |
421,0000 |
|
20 |
411,1500 |
421,1500 |
|
21 |
411,2000 |
421,2000 |
|
22 |
412,0000 |
422,0000 |
|
23 |
412,2000 |
422,2000 |
|
24 |
412,3750 |
422,3750 |
|
25 |
412,7750 |
422,7750 |
|
26 |
412,9250 |
422,9250 |
|
27 |
413,2750 |
423,2750 |
|
28 |
413,3750 |
423,3750 |
|
29 |
413,7250 |
423,7250 |
|
30 |
413,9250 |
423,9250 |
|
31 |
414,9000 |
424,9000 |
|
32 |
414,9500 |
424,9500 |
|
33 |
415,0500 |
425,0500 |
|
34 |
415,1750 |
425,1750 |
|
35 |
415,3500 |
425,3500 |
|
36 |
415,4500 |
425,4500 |
|
37 |
415,6000 |
425,6000 |
|
38 |
415,6500 |
425,6500 |
