წვდომის მენიუ

შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანებისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 475 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2012

მიღების თარიღი ივლისი 13, 2012

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანებამ”   (რეგისტრირებული  ახალციხის საგადასახადო ინსპექციის  მიერ; ს.კ. № 236690103) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/361-12, 14.06.12)  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სასწრაფო მანქანებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანების” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანებას” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (1000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                   მიეცეს შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანებას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა № F 284   და   მიენიჭოს   408.550  მჰც  და  413.650   მჰც  სიხშირეები  (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანების” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებულ იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.    აღირიცხოს შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანებისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4.     დაევალოს შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანებას” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანებისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ნინოწმინდის საავადმყოფო-პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03-ის გაერთიანებისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                                       ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები