წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „Rock-Televes Georgia“–ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 478 / 20

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2012

მიღების თარიღი ივლისი 13, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 22 ივნისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3315-12) მიმართა ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი „Rock-Televes Georgia“–მ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–ს მიერ 2012 წლის 22 ივნისის განცხადებით მოთხოვნილია “Eurosport S.A.”–თან 2012 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების (01.06.2012-31.05.2015, ავტომატური გაგრძელებით) კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, რომელიც გულისხმობს სამაუწყებლო არხების “Eurosport” და “Eurosport 2” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულება და მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების  შესახებ.

კომისიის აზრით, ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–ს 2012 წლის 22 ივნისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/3315-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–ს  2012 წლის 22 ივნისის განცხადება ნაწილობრივ და ცნობილ იქნას ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–სა და “Eurosport S.A.”–ს შორის 2012 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2012-31.05.2015, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების “Eurosport” და “Eurosport 2” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–ს  კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

2. ინფორმაცია ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–ს კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–ს მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–სათვის დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე რაფაელ რაფაელიანი “Rock-Televes Georgia“–სათვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები