შპს “ახალი ტექნოლოგიების“ 34% წილის ფიზიკური პირის ნიკოლოზ ალასანიას, 33% წილის ფიზიკური პირის ევგენი ქორქიას და 33% წილის ფიზიკური პირის დავით პატარქალიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2012
მიღების თარიღი ივლისი 13, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 19 ივნისს წერილით №6/3136-12 მიმართა შპს “ახალმა ტექნოლოგიებმა“, შპს “ახალი ტექნოლოგიების“ წილის 100%-ის მფლობელ ფიზიკურ პირ მიხეილ სამხარაძისაგან წილის 34%-ის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ალასანიას, წილის 33%-ის ფიზიკურ პირ ევგენი ქორქიას და წილის 33%-ის ფიზიკურ პირ დავით პატარქალიშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახალ ტექნოლოგიებს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “ახალი ტექნოლოგიების“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “ახალი ტექნოლოგიების“ წერილი, დარეგისტრირებული კომისიაში №6/3136-12, 19.06.2012, შპს “ახალი ტექნოლოგიების“ წილის 100%-ის მფლობელ ფიზიკურ პირ მიხეილ სამხარაძისაგან წილის 34%-ის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ალასანიას, წილის 33%-ის ფიზიკურ პირ ევგენი ქორქიას და წილის 33%-ის ფიზიკურ პირ დავით პატარქალიშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;
- ინფორმაცია შპს “ახალი ტექნოლოგიების“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ახალი ტექნოლოგიების“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ახალი ტექნოლოგიების ურთიერთდამოკიდებული/აფილირე-ბული პირების შესახებ;
- შპს “ახალი ტექნოლოგიების“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ახალი ტექნოლოგიების“ 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი მიხეილ სამხარაძე.
შპს “ახალი ტექნოლოგიების“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ახალი ტექნოლოგიების“, შპს “ახალი ტექნოლოგიების“ წილის შეძენის მსურველების: ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ალასანიას, ფიზიკურ პირ ევგენი ქორქიას, ფიზიკურ პირ დავით პატარქალიშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება;
შპს “ახალ ტექნოლოგიებს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს 2012 წლის 16 თებერვალს. 2012 წლის 29 ივნისის №6/3435-12 წერილის თანახმად კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2012 წლის 1 მაისიდან. მაისის თვეში შემოსავლებმა შეადგინა 51,155 ლარი.
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ შპს “ახალი ტექნოლოგიების“ 34% წილის ფიზიკური პირის ნიკოლოზ ალასანიას, 33% წილის ფიზიკური პირის ევგენი ქორქიას და 33% წილის ფიზიკური პირის დავით პატარქალიშვილის მიერ შეძენის შემდეგ ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ახალი ტექნოლოგიების“ 34% წილის ფიზიკური პირის ნიკოლოზ ალასანიას, 33% წილის ფიზიკური პირის ევგენი ქორქიას და 33% წილის ფიზიკური პირის დავით პატარქალიშვილის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ახალი ტექნოლოგიებს“, შპს “ახალი ტექნოლოგიების“ 34% წილის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ალასანიას, 33% წილის ფიზიკურ პირ ევგენი ქორქიას და 33% წილის ფიზიკურ პირ დავით პატარქალიშვილის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
