წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავასთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 48 / 15

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2012

მიღების თარიღი იანვარი 13, 2012

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (05.01.2012 №7/08-12) მიმართა ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავამ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.

         ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავას” ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება საქველმოქმედო მიზნებისათვის, კერძოდ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი და შემოსული თანხები მიიმართება ნანა ლეჟავას ინვალიდი შვილის   დასახმარებლად.

          კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების  №2 დანართის შესაბამისად, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის,  არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განისაზღვრა 901 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.     

 კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით.

გამომდინარე იქედან, რომ ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავა” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, საქველმოქმედო მიზნებით შემოწირულობათა განსახორციელებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავას”  მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე, მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი 901 700 511 ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავას”   ნუმერაციის რესურსი - 901 700 511 (ცხრა-ნული-ერთი-შვიდი-ნული-ნული-ხუთი-ერთი-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2012 წლის 13 იანვრიდან,  2013 წლის  13 იანვრამდე;

2.  ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავა” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული   ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში  ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში  ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავას”   არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  ინდ. მეწარმე ”ნანა ლეჟავასთვის”    ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები