საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2012
მიღების თარიღი ივლისი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №45 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №45 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);
ბ) შპს “დელტა-კომმის“ მიერ ფიზიკურ პირ გიორგი ჯალიაშვილისაგან შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 65%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი ხონელიასაგან შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 35%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ. კანკავა);
2. კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №45 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
