შპს ტელეკომპანია ”გურჯაანისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2012
მიღების თარიღი ივლისი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”გურჯაანმა” კომისიას მიმართა განცხადებით №18,-18.06.12 (კომისიაში რეგისტრაციის №7/377-12, 19.06.12), ქ.გურჯაანში მდებარე სტუდიიდან (ი.ნონეშვილის გამზ. №14) ქ.გურჯაანში მდებარე სატელევიზიო გადამცემამდე (ადგილმდებარეობის კოორდინატები: N41046´11˝; E45048´40˝), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი” სტუდიიდან გადამცემამდე სატელევიზიო სიგნალის მიწოდებას ახორციელებდა საწარმოო, სამეცნიერო და სამედიცინო (ISM) დანიშნულებით, რადიოკავშირის რეგლამენის S.150-ით განსაზღვრულ საერთო სარგებლობის (2.4გჰც ÷ 2.5გჰც) სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში არსებული სიხშირით. შპს ტელეკომპანია ”გურჯაანის” განმარტებით, თავისუფალი სიხშირული რესურსიდან სიხშირის მინიჭების მოთხოვნა განაპირობა, აღნიშნულ დიაპაზონში არსებული ხელშეშლების დონის მკვეთრმა მომატებამ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი” წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მაუწყებელს, ფლობს კერძო მაუწყებლობის №B42 ლიცენზიას (მოქმედების ვადა - 20.07.14) საერთო ტელემაუწყებლობაზე და სალიცენზიო პირობების შესაბამისად ახორციელებს ტელემაუწყებლობას ქ.გურჯაანში მე-11 სატელევიზიო არხზე, 100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის განთავსების სიმაღლე 40 მ.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”გურჯაანს” რადიოსარელეო ხაზი ესაჭიროება, კერძო მაუწყებლობის №B42 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.გურჯაანში, ი.ნონეშილის გამზ. №14-ში მდებარე სტუდიიდან, ქ.გურჯაანში მდებარე სატელევიზიო გადამცემამდე (ადგილმდებარეობის კოორდინატები: N41046´11˝; E45048´40˝), მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია, საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის მოქმედების ვადით.
კომისიის მიერ, შპს ტელეკომპანია ”გურჯაანისთვის” სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.გურჯაანი, ი.ნონეშვილის გამზ. №14) სატელევიზიო გადამცემამდე (ადგილმდებარეობის კოორდინატები: N41046´11˝; E45048´40˝), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირე 2095მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც). თანხმობა აღნიშნული სიხშირის გამოყენებაზე შპს ტელეკომპანია ”გურჯაანმა კომისიას აცნობა წერილით №22, 12.07.12 (რეგისტრირებული №6/3646, 13.07.12).
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირე გათვალისწინებულია, სტუდიიდან (ქ.გურჯაანი, ი.ნონეშვილის გამზ. №14) ქ.გურჯაანში მდებარე სატელევიზიო გადამცემამდე (ადგილმდებარეობის კოორდინატები: N41046´11˝; E45048´40˝), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელეკომპანია ”გურჯაანს” რადიოსიხშირე: 2095მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) სტუდიიდან (ქ.გურჯაანი, ი.ნონეშვილის გამზ. №14) სატელევიზიო გადამცემამდე (ადგილმდებარეობის კოორდინატები: N41046´11˝; E45048´40˝), რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კერძო მაუწყებლობის № B42 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B42 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 20.07.14);
2. აღირიცხოს შპს ტელეკომპანია ”გურჯაანისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ტელეკომპანია ”გურჯაანისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია ”გურჯაანისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
