წვდომის მენიუ

ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B24 და №B32 ლიცენზიებისა და კერძო რადიომაუწყებლობის №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2, კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1, კომისიის 2

ნომერი: 50 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2012

მიღების თარიღი იანვარი 13, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ (№7/557-11, 09.11.2011),  კომპანიის კუთვნილი კერძო ტელემაუწყებლობის №B24, №B32 და კერძო რადიომაუწყებლობის  №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, ააიპ მედია ცნეტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ითხოვს კერძო ტელემაუწყებლობის №B24 და №B32 და კერძო რადიომაუწყებლობის  №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიების ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ფლობს:

1. კერძო ტელემაუწყებლობის №B24 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 11 მაისის №231/5 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  კერძო ტელემაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 17 სექტემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების ზონა: ტელემაუწყებლობა 47–ე დეციმეტრულ არხზე 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ.

2. კერძო ტელემაუწყებლობის №B32 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 11 მაისის №232/5 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. წალენჯიხა  და მისი მიმდებარე ტერიტორია;“

3. კერძო რადიომაუწყებლობის №B93 ლიცენზიას კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

 ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 14 სექტემბრამდე;

 მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც) FM

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

აზიმუტი   (გრად.)

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(±10მ)

ზუგდიდი,ურთის მთა, მაგთის ანძა

107,2

V

მიმართული

3000

1000

N 42°24\ 48.4\"

E 041°49\ 5.8\"

35

4. კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიას კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 28 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ოთხი გადამცემი სადგურის (თბილისის ანძა, გორის ანძა, ქუთაისის ანძა, ბათუმის ანძა) მომსახურების ზონების ერთობლიობა, ხოლო  ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდუ-

ლაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(± 25მ)

1

თბილისი,

მთაწმინდის ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 41°41 44\"         E 044°47 09\"

85

2

გორი,

ახალდაბის ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 42°01 55.4\"       E 044°02 55.8\"

150

3

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 42°16 48.9\"

E 042°44 10.1\"

80

4

ბათუმი,

მწვანე კონცხი

105.0

FM

V

წრიული

500

N 41°41 37.7\"      E 041°42 54.8\"

45

5. კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზიას კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 25 ივლისამდე;

გადამცემი სადგური განთავსდება ქ. ბათუმში, შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: განთავსების ადგილი - ქ. ბათუმი, გეოგრაფიული კოორდინატები: 41E39, 41N37; რადიოგადამცემის სიმძლავრე - 30 კვტ; მაქსიმალური გასხივებული სიმძლავრე - 18,2 დბ (არასიმეტრიული ვიბრატორით გასხივებული 1 კვტ ეფექტური სიმძლავრის მიმართ); ანტენის ტიპი - A (ვერტიკალური არასიმეტრიული ვიბრატორი, მაქსიმალური სიმაღლე 120 მ); გასხივების ზოლის სიგანე - 16 კჰც; გამოსხივების კლასი - A3E_ _ (ამპლიტუდური ორზოლოვანი მოდულაცია, მაუწყებლობა).

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო საეთერო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B24 და №B32 და კერძო რადიომაუწყებლობის  №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის №707/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B24 და №B32 ლიცენზიებისა და კერძო რადიომაუწყებლობის  №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2, კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1, 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 და 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 30 დეკემბერს 13.00 საათზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2011 წლის 30 დეკემბერს 13.00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B24 და №B32 ლიცენზიებისა და კერძო რადიომაუწყებლობის  №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2, 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1, 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 და 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B24 ლიცენზია, ცვლილება შევიდეს კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–8 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების ზონა:

დ.ა) ტელემაუწყებლობა 47–ე დეციმეტრულ არხზე 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ.

დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

2. მოდიფიცირდეს ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B32 ლიცენზია, ცვლილება შევიდეს კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B32 ლიცენზიას განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. წალენჯიხა  და მისი მიმდებარე ტერიტორია;

დ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

3. მოდიფიცირდეს ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“  კერძო რადიომაუწყებლობის №B93 ლიცენზია, ცვლილება შევიდეს კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

ა)

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც) FM

პოლარიზაცია

V / H

გასხივება

აზიმუტი   (გრად.)

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(±10მ)

 

ზუგდიდი,ურთის მთა, მაგთის ანძა

107,2

V

მიმართული

3000

1000

N 42°24\ 48.4\"

E 041°49\ 5.8\"

35

ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

4. მოდიფიცირდეს ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“  კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ოთხი გადამცემი სადგურის (თბილისის ანძა, გორის ანძა, ქუთაისის ანძა, ბათუმის ანძა) მომსახურების ზონების ერთობლიობა, ხოლო  ტექნიკური პარამეტრებია:

ა)

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდუ-

ლაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(± 25მ)

 

1

თბილისი,

მთაწმინდის ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 41°41 44\"         E 044°47 09\"

85

 

2

გორი,

ახალდაბის ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 42°01 55.4\"       E 044°02 55.8\"

150

 

3

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

98.9

FM

V

წრიული

1000

N 42°16 48.9\"

E 042°44 10.1\"

80

 

4

ბათუმი,

მწვანე კონცხი

105.0

FM

V

წრიული

500

N 41°41 37.7\"      E 041°42 54.8\"

45

ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

5. მოდიფიცირდეს ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზია, ცვლილება შევიდეს კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ა) გადამცემი სადგური განთავსდება ქ. ბათუმში, შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: განთავსების ადგილი - ქ. ბათუმი, გეოგრაფიული კოორდინატები: 41E39, 41N37; რადიოგადამცემის სიმძლავრე - 30 კვტ; მაქსიმალური გასხივებული სიმძლავრე - 18,2 დბ (არასიმეტრიული ვიბრატორით გასხივებული 1 კვტ ეფექტური სიმძლავრის მიმართ); ანტენის ტიპი - A (ვერტიკალური არასიმეტრიული ვიბრატორი, მაქსიმალური სიმაღლე 120 მ); გასხივების ზოლის სიგანე - 16 კჰც; გამოსხივების კლასი - A3E_ _ (ამპლიტუდური ორზოლოვანი მოდულაცია, მაუწყებლობა);

ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.“

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე–2, მე–3, მე–4 და მე–5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე–3, მე–4 და მე–5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თამვჯდომარე                                                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                         კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                         ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                         ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები