წვდომის მენიუ

შპს “დელტა-კომმის“ მიერ ფიზიკურ პირ გიორგი ჯალიაშვილისაგან შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 65%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი ხონელიასაგან შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 35%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 502 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2012

მიღების თარიღი ივლისი 27, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას, 2012 წლის 2 ივლისის №6/3462-12 წერილით და 2012 წლის 2 ივლისის №გ-208/07-12 წერილით მიმართეს შპს “დელტა-ნეტმა“ და შპს “დელტა-კომმა“, შპს “დელტა-კომმის“ მიერ  ფიზიკურ პირ გიორგი ჯალიაშვილისაგან  შპს “დელტა-ნეტის“ წილის 65%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი ხონელიასაგან   შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 35%-ის შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

      “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს “დელტა-ნეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

შპს  “დელტა-კომმს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება.

შპს ”დელტა კომმი” ფლობს შემდეგი სახის ინფრასტრუქტურას:  

1. ადგილობრივ ზონის მაგისტრალური საკომუნიკაციო  სისტემების ტერმინალური საშუალებები შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ქ. თბილისი, ქ. ახალციხე, სოფ. ქანდა, სოფ. ქვიშხეთი,  სოფ. ქერაჩ-მუღანლო (წითელი ხიდი), ქ. ქუთაისი, ქ. ფოთი, ქ.ბათუმი;

2. ზონათაშორისი მაგისტრალური საკომუნიკაციო  სისტემების ტერმინალური საშუალებები შემდეგი მიმართულებით:

ქ. ახალციხე - სოფ. ქვიშხეთი;

სოფ. ქვიშხეთი - სოფ. ქანდა;

სოფ. ქანდა - ქ. თბილისი;

ქ. თბილისი - სოფ. ქერაჩ-მუღანლო (წითელი ხიდი);

სოფ. ქვიშხეთი - ქ. ქუთაისი;

ქ. ქუთაისი - ქ. ფოთი;

ქ. ფოთი - ქ. ბათუმი.

3. საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო  სისტემების ტერმინალური საშუალებები შემდეგი მიმართულებით:

ქ. ვალე (საქართველო) - ქ. სოფია (ბულგარეთი).

4. ადგილობრივ ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო საშუალებები შემდეგ ქალაქებში: მარნეული, გარდაბანი, რუსთავი, თბილისი, მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ხარაგაული, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ფოთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ბათუმი.

5. ზონათაშორისი  ოპტიკურ -ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო საშუალებები შემდეგი მიმართულებით:

ქ. ვალე - ქ. ახალციხე;

ქ. ახალციხე - სოფ. ქვიშხეთი;

სოფ. ქვიშხეთი - სოფ. ქანდა;

სოფ. ქანდა - ქ. თბილისი;

სოფ. ქვიშხეთი - ქ. ქუთაისი;

ქ. ქუთაისი - ქ. ფოთი;

ქ. ფოთი - ქ. ბათუმი;

ქ. თბილისი - სოფ. ქერაჩ-მუღანლო (წითელი ხიდი);

სოფ. ქერაჩ-მუღანლო (წითელი ხიდი) - სოფ. სადახლო.

6. საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხები შემდეგ ქალაქებში: მარნეული, გარდაბანი, რუსთავი, თბილისი, მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ხარაგაული, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ფოთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ბათუმი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში   შპს  “დელტა-ნეტის“ მიერ  №6/3462 02.07.2012; №6/3553 06.07.2012 და შპს “დელტა-კომმის“ მიერ  №გ-208/07-12 02.07.2012; №გ-215/07-12 05.07.2012 წერილებით  წარმოდგენილია შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია შპს “დელტა ნეტის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე 2012 წლის განმავლობაში;

- ინფორმაცია შპს “დელტა კომმის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე 2012 წლის  განმავლობაში;

- ინფორმაცია შპს “დელტა ნეტის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით;

- ინფორმაცია შპს “დელტა კომმის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით;

- შპს “დელტა ნეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- შპს “დელტა კომმის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- ინფორმაცია შპს “დელტა ნეტის“ პარტნიორების და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “დელტა კომმის“ პარტნიორების და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “დელტა კომმის“ პარტნიორების სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებასთან დაკავშირებით; 

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “დელტა ნეტის“  პარტნიორები არიან ფიზიკური პირი გიორგი ჯალიაშვილი (წილის 65%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი გიორგი ხონელია (წილის 35%-ის მფლობელი).

შპს “დელტა კომმის“  პარტნიორები არიან ფიზიკური პირი პაატა ქიქოძე (წილის 50%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი დავით ხუბულური (წილის 50%-ის მფლობელი).

წარმოდგენილი ინფორმაციისა და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, პაატა ქიქოძე წილებს ფლობს შემდეგ ავტორიზებულ პირებში: შპს “თი-ნეტში“ - წილის 45%-ს; შპს “G-NET“-ში - წილის 70%-ს; შპს “A-NET“-ში - წილის 100%-ს; ხოლო დავით ხუბულური ფლობს ავტორიზებულ პირ შპს “თი-ნეტში“ - წილის 45%-ს; გარდა ამისა  შპს “თი-ნეტში“ - წილის ხუთ-ხუთ პროცენტს ფლობენ ფიზიკური პირები ალეკო ჯახუა  და გიორგი ჯალიაშვილი. შპს “G-NET“-ში - წილის 30%-ს ფლობს ფიზიკური პირი ილია ბელკინი.

შპს “დელტა ნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიაში არსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, ქალაქ თბილისში შპს “დელტა ნეტის“ საცალო ინტერნეტ  მომსახურების აბონენტთა რაოდენობამ 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 792 აბონენტი, ხოლო საცალო ინტერნეტ  მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2012 წლის 5 თვეში (იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით) შეადგინა 52963 ლარი.

შპს “დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და კომისიაში არსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, ქალაქ თბილისში შპს “დელტა კომმის“ საცალო ინტერნეტ  მომსახურების აბონენტთა რაოდენობამ შეადგინა 8 აბონენტი, შესაბამისად საცალო ინტერნეტ  მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2012 წლის 5 თვეში (იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით) შეადგინა 32374 ლარი.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ, ქალაქ თბილისში ინტერნეტის საცალო მომხმარებლების რაოდენობიდან (Fiber-Optic, xDSL, WiFi, WiMax, Leased lines, Ethernet, Docsis, Dial-up, Sattelite ტექნოლოგიების გამოყენებით) შპს “დელტა ნეტის“ აბონენტთა ხვედრითი წილი შეადგენს  0,26%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში  ინტერნეტის საცალო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებში “დელტა ნეტის“ შემოსავლების ხვედრითი წილი შეადგენს - 0,16 %-ს; ანალოგიურად,  შპს “დელტა კომმის“ ხვედრითი წილი აბონენტთა ოდენობის მიხედვით  შეადგენს  0,003%-ს, შემოსავლების მიხედვით - 0,172 %-ს;

შპს “დელტა კომმთან“ აფილირებულ პირს, შპს “თი-ნეტს“, ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

შპს “თი-ნეტი“ ფლობს ადგილობრივ ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებს ქ.რუსთავში;

შპს “დელტა კომმთან“ აფილირებულ პირს, შპს “G-NET“-ს, ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

               

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

WiFi;

 

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.

შპს “G-NET“-ი ინტერნეტ მომსახურებას ახორციელებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში. შპს “G-NET“-ის საცალო ინტერნეტ  მომსახურების აბონენტთა რაოდენობამ მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 485 აბონენტი, ხოლო 2012 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით) შემოსავლებმა შეადგინეს 54009 ლარი, შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ინტერნეტის საცალო მომხმარებლების რაოდენობიდან (Fiber-Optic, xDSL, WiFi, WiMax ტექნოლოგიების გამოყენებით) შპს “G-NET“-ის აბონენტთა ხვედრითი წილი შეადგენს 52,9%-ს, ხოლო შემოსავლების მიხედვით 51,3%-ს;

შპს “დელტა კომმთან“ აფილირებულ პირს, შპს “A-NET“-ს, ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

WiFi;

 

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.

B.F.3

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა.

B.F.5

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

 

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება.

B.M.1

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.M.2

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

 

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

 

მულტიმედიური მომსახურება;

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);

 

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

 

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;

 

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

A.F.8.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

 

დაშვებით აღებული:  საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება.

                შპს “A-NET“-ი ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, ხმოვან საცალო მომსახურებას (კომუტირებადი სადენიანი სატელეფონო მომსახურება) და ინტერნეტის საცალო მომსახურებას (ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით, DSL და WIFI ტექნოლოგიებით), ახორციელებს ქალაქ ბათუმში. შპს “A-NET“-ის კომუტირებადი სადენიანი სატელეფონო აბონენტების რაოდენობამ ქალაქ ბათუმში 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 785 აბონენტი, ხოლო შემოსავლებმა შესაბამისი მომსახურებიდან 2012 წლის 5 თვის განმავლობაში (იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით) - 18598 ლარი.  შესაბამისად ქალაქ ბათუმში შპს “A-NET“-ის ხვედრითი წილი აბონენტთა რაოდენობის მიხედვით შეადგენს 2,76%-ს, ხოლო შემოსავლების მიხედვით 0,04%-ს;

შპს “A-NET“-ის ინტერნეტის საცალო აბონენტთა რაოდენობამ ქალაქ ბათუმში 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 994 აბონენტი, ხოლო შემოსავლებმა შესაბამისი მომსახურებიდან 2012 წლის 5 თვის განმავლობაში (იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით) - 174631 ლარი.  შესაბამისად, ქალაქ ბათუმში ინტერნეტის საცალო მომხმარებლების რაოდენობიდან (Fiber-Optic, xDSL, WiFi, WiMax ტექნოლოგიების გამოყენებით) შპს “A-NET“-ის აბონენტთა ხვედრითი წილი შეადგენს 4,3%-ს, ხოლო შემოსავლების მიხედვით 7,6%-ს;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “დელტა-კომმის“ მიერ  ფიზიკურ პირ გიორგი ჯალიაშვილისაგან  შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 65%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი ხონელიასაგან   შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 35%-ის შეძენის, ანუ  “დელტა ნეტის“ წილის 100%-ის სრულად შეძენის შემდეგ ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე შპს “დელტა კომმის“ მიერ შპს “დელტა ნეტის“ წილის 100%-ის შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “დელტა ნეტის“  წილის 100%-ის შპს “დელტა კომმის“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “დელტა ნეტს“ შპს “დელტა-კომმის“ მიერ  ფიზიკურ პირ გიორგი ჯალიაშვილისაგან  შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 65%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი ხონელიასაგან   შპს “ დელტა-ნეტის“ წილის 35%-ის შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

        კომისიის წევრი                                                                   სოფიო ბრიტანჩუკი

        კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი 

        კომისიის წევრი                                                                   ირაკლი მოსეშვილი

        კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები