წვდომის მენიუ

შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 51 / 6

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012

მიღების თარიღი იანვარი 13, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30/11/2011, №7/847-11) მიმართა შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელომ“  კომპანიის კუთვნილი №419 და  №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელო“ ფლობს №419 და №420 ლიცენზიებს კომისიის 2003 წლის 17 ოქტომბრის №535/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) მაუწყებლობის №419  ლიცენზია

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში.

ბ) მაუწყებლობის №420  ლიცენზია

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. სენაკში.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას განცხადებით კონკურსის გამოცხადების შესახებ. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია თითოეულ ლიცენზიაზე სალიცენზიო მოსაკრებელი – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სულ ჯამში - 4000 (ოთხი ათასი) ლარი, რაც დასტურდება 2011 წლის 2 დეკემბერს წარმოდგენილი წერილით №6/5199-11 და მასზე თანდართული გადახდის დამადასტურებელი ქვითრით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ №419 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 23,380.31 (ოცდასამი ათას სამას ოთხმოცი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარი, ხოლო №420 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელბისთვის – 7,793,44 (შვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება გამოთვლილია ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმავე გეოგრაფიული ზონისა და არსებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების სალიცენზიო პირობებში.

კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2006 წლის 5 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N10 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ანალოგური საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განისაზღვრა 25 სამაუწყებლო ზონა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულებით დამტკიცდა რეგიონალური შეთანხმება „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961)  ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში 1-ელ რაიონში (1-ელი რაიონის ნაწილები მდებარეობს აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“. ზემოაღნიშნული რეგიონალური შეთანხმების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე.

კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების ზემოაღნიშნულ რეგიონალურ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის მიერ 2011 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება №2 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა.

კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს  ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-სთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიებით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონები (ტელემაუწყებლობა 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში და ტელემაუწყებლობა 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. სენაკში) არ შეესაბამება ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საეთერო  ციფრული სამაუწყებლო მომსახურების არც ერთ ზონას, რაც თავის მხრივ, შემდგომ (ლიცენზიის მოქმედების პერიოდში) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (2015 წლის 17 ივნისამდე) წარმოშობს შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოდიფიცირების აუცილებლობას, აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა დროსაც აუცილებელი გახდება სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისას, სალიცენზიო პირობებში უნდა აისახოს კომისიის უფლებამოსილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განახორციელოს შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების პირობების მოდიფიცირება და შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშებაც, აღნიშნული ლიცენზიების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (შეთანხმებებთან) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2003 წლის 17 ოქტომბრის №535/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - სიხშირული სპექტრით მომსახურება და სახეობა – საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის №728/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ კუთვნილი №419 და №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 30 დეკემბერს 16.00 საათზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე, ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რის გამოც ზეპირი მოსმენის სხდომაზე ვერ იქნა დაზუსტებული მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში და ამავე დროს ვერ იქნა მიღებული თანხმობა სალიცენზიო გადასახდელის გადახდის თაობაზე.  შესაბამისად, კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიციების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა – 2012 წლის 13 იანვარი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 იანვრის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დარეჯან კვარაცხელია, რომელმაც დაადასტურა მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. ამავე დროს, შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 8 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მათი მოდიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–4 მუხლის და IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის პირველი, მე–2 და მე–4 პუნქტების, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 ლიცენზია, მიენიჭოს №B121, გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში.

2. დღე–ღამის განმავლობაში №B121 ლიცენზიით მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 8 საათი;

3. შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელო“ ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

ნ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

რ) „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961)  ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში 1-ელ რაიონში (1-ელი რაიონის ნაწილები მდებარეობენ აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“ რეგიონალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კანონმდებლობით განსაზღვრული თარიღისათვის, კომისია უფლებამოსილია ამ ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით,  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, განახორციელოს №B121 ლიცენზიის მოდიფიცირება, მათ შორის სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება რა დროსაც ლიცენზიის მფლობელს არ წარმოეშვება კომისიისგან კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ამავე პუნქტის საფუძველზე მოდიფიცირებული სალიცენზიო პირობების დაცვით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელება;

4. შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ №B121 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 23,380.31 (ოცდასამი ათას სამას ოთხმოცი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს;

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის – 23,380.31 (ოცდასამი ათას სამას ოთხმოცი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი)ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300343062;

5,845.16 ლარი  -   2012 წლის 30 მარტამდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 აპრილამდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 მაისამდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 ივნისამდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 ივლისამდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 აგვისტომდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 სექტემბრამდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 ოქტომბრამდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 ნოემბრამდე;

1,948.35 ლარი  -   2012 წლის 30 დეკემბრამდე;

6. მოდიფიცრდეს შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ მაუწყებლობის №420 ლიცენზია, მიენიჭოს №B122, გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. სენაკში.

7. დღე–ღამის განმავლობაში №B122 ლიცენზიით მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 8 საათი;

8. შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელო“ ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

ნ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

პ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

რ) „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961)  ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში 1-ელ რაიონში (1-ელი რაიონის ნაწილები მდებარეობენ აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“ რეგიონალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის კანონმდებლობით განსაზღვრული თარიღისათვის, კომისია უფლებამოსილია ამ ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით,  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, განახორციელოს №B122 ლიცენზიის მოდიფიცირება, მათ შორის სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება რა დროსაც ლიცენზიის მფლობელს არ წარმოეშვება კომისიისგან კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ამავე პუნქტის საფუძველზე მოდიფიცირებული სალიცენზიო პირობების დაცვით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელება;

9. შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“ №B122 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 7,793,44 (შვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარს;

10. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის – 7,793,44 (შვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300343062;

1,948.39 ლარი    -   2012 წლის 30 მარტამდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 აპრილამდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 მაისამდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 ივნისამდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 ივლისამდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 აგვისტომდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 სექტემბრამდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 ოქტომბრამდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 ნოემბრამდე;

649.45 ლარი    -   2012 წლის 30 დეკემბრამდე;

11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოსთვის“  გაგზავნა (მ. ნინუა).

12. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და მე–6 პუნქტები ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

13. გადაწყვეტილება (პირველი და მე–6 პუნქტების გარდა) ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე–7 და მე–8 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4, მე–5, მე–9 და მე–10 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

18. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2, მე–3, მე-4, მე–5, მე–6 მე–7 მე–8, მე–9 და მე–10 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები