წვდომის მენიუ

შპს “სკაინეტის“ წილის 14%-ის ფიზიკურ პირ მანანა ჭიღვარიას, 4%-ის ფიზიკურ პირ პაპუნა ყალიჩავას და 20%-ის ფიზიკურ პირ რობერტ კომლაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 517 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2012 წლის 29 ივნისს  კომისიაში დარეგისტრირებული №6/3420-12 წერილით მიმართა შპს “სკაინეტმა“, შპს “სკაინეტის“ წილის შეძენასთან დაკავშირებით კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით, კერძოდ:

- ფიზიკურ პირ მანანა ჭიღვარიას განზრახული აქვს  შპს “სკაინეტის“ წილის 10%-ის მფლობელ ფიზიურ პირ გირშელი ჭოხონელიძესაგან კომპანიის წილის 10%-ის შეძენა და შპს “სკაინეტის“ წილის 80%-ის მფლობელ ფიზიკურ პირ გიორგი ქოჩიაშვილსაგან კომპანიის წილის 4%-ის შეძენა;

-  შპს “სკაინეტის“ წილის 10%-ის მფლობელ ფიზიკურ პირ პაპუნა ყალიჩავას განზრახული აქვს შპს “სკაინეტის“ წილის 80%-ის მფლობელ ფიზიურ პირ გიორგი ქოჩიაშვილისაგან კომპანიის წილის 4%-ის შეძენა;

-  ფიზიკურ პირ რობერტი კომლაძეს განზრახული აქვს შპს “სკაინეტის“ წილის 80%-ის მფლობელ ფიზიურ პირ გიორგი ქოჩიაშვილისაგან კომპანიის წილის 20%-ის შეძენა.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს “სკაინეტს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

WiFi.

       

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “სკაინეტის“ მიერ №6/3420-12 29.06.2012 წერილით წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “სკაინეტის“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “სკაინეტის“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “სკაინეტის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

- შპს “სკაინეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “სკაინეტის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი პაპუნა ყალიჩავა (წილის 10%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი გირშელი ჭოხონელიძე (წილის 10%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი გიორგი ქოჩიაშვილი (წილის 80%-ის მფლობელი).

შპს “სკაინეტის“  მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “სკაინეტის“, შპს “სკაინეტის“ წილის შეძენის მსურველების: ფიზიკურ პირ მანანა ჭიღვარიას, ფიზიკურ პირ პაპუნა ყალიჩავას, ფიზიკურ პირ რობერტ კამლაძეს აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება;

წარმოდგენილი ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ  შპს “სკაინეტის“   ინტერნეტით საცალო მომსახურების (Wi-Fi ტექნოლოგია) აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2012 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 511 აბონენტი, ხოლო შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2012 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით) შეადგინა 57180 ლარი.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ინტერნეტის საცალო მომსახურების საერთო შემოსავლებში (Fiber-Optic, xDSL, WiFi, WiMax ტექნოლოგიების გამოყენებით) შპს “სკაინეტის“ ხვედრითი წილი საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან (Wi-Fi ტექნოლოგია) მიღებული შემოსავლების მიხედვით  მუნიციპალიტეტების ჭრილში შემდეგია:

ქუთაისის მუნიციპალიტეტი - 0,36%;

ვანის მუნიციპალიტეტი - 1,03%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 0,69%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 42,06%;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - 11,93%;

ხონის მუნიციპალიტეტი - 0,75%;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 1,4%;

ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 4,92%;

ტყიბულის მუნიციპალიტეტი - 0,28%;

            კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ინტერნეტის საცალო მომხმარებლების საერთო რაოდენობაში (Fiber-Optic, xDSL, WiFi, WiMax ტექნოლოგიების გამოყენებით) შპს “სკაინეტის“ საცალო ინტერნეტ მომსახურების (Wi-Fi ტექნოლოგია)  აბონენტთა   ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების ჭრილში შემდეგია:

ქუთაისის მუნიციპალიტეტი - 0,25%;

ვანის მუნიციპალიტეტი - 1,05%;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - 0,54%;

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - 23,98%

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - 9,72%;

ხონის მუნიციპალიტეტი - 0,53%;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 1,00%;

ბაღდათის მუნიციპალიტეტი - 7,37%;

ტყიბულის მუნიციპალიტეტი - 0,17%;

            ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სკაინეტის“  წილის 14%-ის ფიზიკურ პირ მანანა ჭიღვარიას მიერ, 4%-ის ფიზიკურ პირ პაპუნა ყალიჩავას მიერ და 20%-ის ფიზიკურ პირ რობერტ კომლაძის მიერ შეძენის შემდეგ  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სკაინეტის“ წილის 14%-ის ფიზიკურ პირ მანანა ჭიღვარიას, 4%-ის ფიზიკურ პირ პაპუნა ყალიჩავას და 20%-ის ფიზიკურ პირ რობერტ კომლაძის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “სკაინეტს“, შპს “სკაინეტის“ წილის 14%-ის ფიზიკურ პირ მანანა ჭიღვარიას, 4%-ის ფიზიკურ პირ პაპუნა ყალიჩავას და 20%-ის ფიზიკურ პირ რობერტ კომლაძის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

      კომისიის თავმჯდომარე                                                       ირაკლი ჩიქოვანი

      კომისიის წევრი                                                                     კარლო კვიტაიშვილი 

      კომისიის წევრი                                                                     ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები