წვდომის მენიუ

შპს ”ითეტვისთვის” კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №432/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის სხდომის განმეორებით ჩატარების შეს

ნომერი: 522 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №432/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ითეტვისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო (საერთო) მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 10 აგვისტოს 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიამ 2012 წლის 10 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს ”ითეტვის” დაუდგინა ხარვეზი, კერძოდ: შპს ”ითეტვის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა. გამომდინარე იქიდან, რომ  ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება და დამტკიცდა შესაბამისობის დეკლარაციის ახალი ფორმა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ითეტვს” უნდა მიეცეს ვადა 2012 წლის 17 აგვისტომდე რათა წარმოადგინოს შესაბამისობის დეკლარაციის შევსებული ფორმა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით.

ამავე დროს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განმეორებითი ზეპირი მოსმენის ჩატარება 2012 წლის 17 აგვისტოს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 110-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ”ითეტვის” კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №432/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა ჩატარდეს განმეორებით 2012 წლის 17 აგვისტოს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ითეტვისთვის“ გაგზავნა (თ. დანელია);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები