წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 523 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №48 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 7 (შვიდი) საკითხი:

ა) შპს ”მობილაივისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);

ბ) შპს ”პრედატორისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);

გ) შპს „ჯეოლაინისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი);

დ) შპს ”გლობალ სელისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი);

ე) კომისიის 2012 წლის 8 ივნისის №401/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და 2011 წლის 29 ნოემბრის №680/22  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი);

ვ) შპს ”კვესი ჯგუფისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი);

ზ) შპს ”ჯეო–ცნობარისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი).

2. კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №48 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

                                 კომისიის წევრი 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები