საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 8 აპრილის №179/19 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2011 წლის 8 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №179/19, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სათაურში, სამოტივაციო ნაწილში (პირველი აბზაცი) და გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული კომისიის „N164/22“ გადაწყვეტილების ნაცვლად უნდა იყოს მითითებული „N144/22“ გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2011 წლის 8 აპრილის №179/19 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სათაურში, სამოტივაციო ნაწილში (პირველი აბზაცი) და გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული ციფრები „N164/22“ შეიცვალოს ციფრებით „N144/22“ და შემდგომ, როგორც ტექსტშია;
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
