კომისიის 2012 წლის 8 ივნისის №401/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და 2011 წლის 29 ნოემბრის №680/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2012
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”კვესი ჯგუფმა” და შპს ”ჯეოცნობარმა” კომისიას მიმართეს ერთობლივი განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/424-12, 27.07.12წ. და №7/425-12, 27.07.12წ.). საიდანაც ირკვევა, რომ შპს ”კვესი ჯგუფი” მის სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსს (118-07) თმობს შპს ”ჯეოცნობარის” სასარგებლოდ, ხოლო შპს ”ჯეოცნობარი” მის სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსს (118-08) თმობს შპს ”კვესი ჯგუფის” სასარგებლოდ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კვესი ჯგუფი” კომისიის 2012 წლის 8 ივნისის №401/15 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსს - 1-1-8-0-7 (ერთი-ერთი-რვა-ნული-შვიდი) (ევრო ნომერი) სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო - საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შპს ”ჯეოცნობარი” კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის №680/22 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსს - 1-1-8-0-8 (ერთი-ერთი-რვა-ნული-რვა)(ევრო ნომერი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 29 ნოემბრიდან, 2012 წლის 29 ნოემბრამდე; ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესეაბამისად, შპს ”ჯეო-ცნობარი” ვალდებულია ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ერთიანი საინფორმაციო-საცნობარო ბაზის მეშვეობით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის.
კომისიის განმარტებით იმისათვის, რომ შპს ”კვესი ჯგუფის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი (118-07) მიენიჭოს შპს ”ჯეოცნობარს”, ხოლო შპს ”ჯეოცნობარის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი (118-08) მიენიჭოს შპს ”კვესი ჯგუფს” აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსები იყოს თავისუფალი; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”კვესი ჯგუფის” და შპს ”ჯეოცნობარის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთობლივი განცხადებებით მოთხოვნილია კომისიის 2012 წლის 8 ივნისის №401/15 და 2011 წლის 29 ნოემბრის №680/22 გადაწყვეტილებების საფუძველზე მათ სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსების მინიჭების გაუქმებაც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-14 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ნუმერაციის რესურსის მფლობელის განცხადება წარმოადგენს ნუმერაციის რესურსის მინიჭების გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”კვესი ჯგუფის” და შპს ”ჯეოცნობარის” მოთხოვნის საფუძველზე ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 8 ივნისის №401/15 გადაწყვეტილება და კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის №680/22 გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 და მე-7 ნაწილების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-14 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 8 ივნისის №401/15 გადაწყვეტილება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის №680/22 გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
