წვდომის მენიუ

შპს ”კვესი ჯგუფისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 535 / 15

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2012

                      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”კვესი ჯგუფმა” და შპს ”ჯეოცნობარმა” კომისიას მიმართეს ერთობლივი განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/424-12 27.07.12წ. და №7/425-12 27.07.12წ.). საიდანაც ირკვევა, რომ შპს ”კვესი ჯგუფი” მის სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსს (118-07) თმობს შპს ”ჯეოცნობარის” სასარგებლოდ, ხოლო შპს ”ჯეოცნობარი” მის სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსს (118-08) თმობს შპს ”კვესი ჯგუფის” სასარგებლოდ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კვესი ჯგუფი” კომისიის 2012 წლის 8 ივნისის №401/15 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობდა ნუმერაციის რესურსს - 1-1-8-0-7 (ერთი-ერთი-რვა-ნული-შვიდი) სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო - საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შპს ”ჯეოცნობარი” კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის №680/22 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობდა ნუმერაციის რესურსს - 1-1-8-0-8 (ერთი-ერთი-რვა-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 29 ნოემბრიდან,  2012 წლის  29 ნოემბრამდე; ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იყო შპს ”ჯეო-ცნობარის” ვალდებულება ნუმერაციის რესურსი გამოეყენებინა ერთიანი  საინფორმაციო-საცნობარო ბაზის მეშვეობით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის.

კომისია განმარტავს, რომ იმისათვის, რომ შპს ”კვესი ჯგუფის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი (118-07) მიენიჭოს შპს ”ჯეოცნობარს”, ხოლო                             შპს ”ჯეოცნობარის” სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი (118-08) მიენიჭოს              შპს ”კვესი ჯგუფს” აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსები იყოს თავისუფალი; შესაბამისად, კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №534/19 გადაწყვეტილებით შპს ”კვესი ჯგუფის” და შპს ”ჯეოცნობარის” მოთხოვნის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2012 წლის 8 ივნისის №401/15 გადაწყვეტილება და კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის №680/22  გადაწყვეტილების მე-2 მე-3 და მე-4 პუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს და ამავე დროს, კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს ენიჭებათ საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5- ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით; ამავე წესების მე-13 მუხლის შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, შპს ”კვესი ჯგუფი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის. შპს ”კვესი ჯგუფი” კომისიაში დამატებით წარმოდგენილ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის №6/4018-12 30.07.12წ.) ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-13 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”კვესი ჯგუფის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამისობაშია კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების”, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის,  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”კვესი ჯგუფს” ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-0-8 (ერთი-ერთი-რვა-ნული-რვა), 2012 წლის 10 აგვისტოდან, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო-საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე”;

2.შპს „კვესი ჯგუფი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით  სატელეფონო-საინფორმაციო- საცნობარო მომსახურება განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს „კვესი ჯგუფის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს „კვესი ჯგუფს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”კვესი ჯგუფისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები