საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2012
მიღების თარიღი იანვარი 20, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 20 იანვრის №04 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2012 წლის 20 იანვრის №04 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1(ერთი) საკითხი:
ა) შპს ”ბლექ სი სატი”-სთვის არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
2. კომისიის 2012 წლის 20 იანვრის №04 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ირაკლი ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
|
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
აკაკი სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ირაკლი მოსეშვილი |
