წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 551 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2012

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №52 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №52 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ”ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ(მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

ბ) შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი).

2. კომისიის 2012 წლის 24 აგვისტოს №52 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

                      კომისიის წევრი 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები