წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 571 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 03 სექტემბრის №54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე–2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2012 წლის 03 სექტემბრის №54 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–2  (კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ) საკითხის განხილვა, ხმის მიცემის უფლების მქონე კომისიის წევრთა ქვორუმის არარსებობის გამო მ/წ. 07 სექტემბრის სხდომაზე;

2. კომისიის 2012 წლის 03 სექტემბრის №54 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1(ერთი) საკითხი:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3. კომისიის 2012 წლის 03 სექტემბრის №54 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ირაკლი ჩიქოვანი

         კომისიის წევრი 

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები