წვდომის მენიუ

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 573 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 29 ივნისს №460/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (FM) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2012 წლის 29 ივნისის №460/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 30 ივლისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2012 წლის 2 აგვისტოს 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად - 2012 წლის 31 აგვისტოს 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2012 წლის 4 სექტემბერის 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 405.00 (ოთხას ხუთი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2012 წლის 29 ივნისს №460/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს ”რადიო იმედმა” (26/07/2012, 11/04-12).

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 2 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”რადიო იმედის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს. კერძოდ, წარმოდგენილ იქნა: ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურის 10%–ს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) შესაბამისობის დეკლარაცია; ვ) სამაუწყებლო კონცეფცია; ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; თ) ცნობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის შესახებ; ი) ცნობა დაფინანსების შესახებ.

კომისიის მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს ”რადიო იმედის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371–ე და მე–60 მუხლების მოთხოვნებთან და 2012 წლის 31 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაადგინა, რომ კომისიაში წარმოდგენილი სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმას წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის სახელწოდებაა ”რადიო იმედი”. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს ”რადიო იმედი” ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე (შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი) არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციული ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს; პოლიტიკური პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიული პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” 45% წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გიორგი არველაძე (პირადი ნომერი: 01013001894), 30% წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გიორგი კორახაშვილი (პირადი ნომერი: 01010005631), 15% წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე (პირადი ნომერი: 01025004326), ხოლო 10% წილის მფლობელი არის აშშ-ს მოქალაქე ჯოზეფ ქეი (პასპორტის ნომერი: 435441496). კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს ”რადიო იმედის” 100%-იანი წილის მფლობელი შპს ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი”, ასევე წარმოადგენს შპს ”ტელეიმედის” და შპს ტელეკომპანია ”აისის” 100%-იანი წილის მფლობელს. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

შპს ”რადიო იმედი” ფლობს საეთერო რადიომაუწყებლობის №B49 და №B50 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1.                                №B49 ლიცენზია:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მჰც სიხშირეზე, 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;

დ.ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

2.                               №B50 ლიცენზია:

ა) ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

    №

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატე-ბი

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე მჰც

სიმძლავრე კვტ

მაუწყებლობის საშ. რადიუსი, კმ

1

ბათუმი

41E43;

41N41

50

100.1

1

20

2

დედოფლის წყარო

46E08;

41N27

50

104.7

1

25

3

თელავის მუნიცეპალიტეტი, ცივი

45E29

41N55

35

100.2

1

20

4

დუშეთის მუნიცეპალიტეტი, ფასანაური

44E41;

42N21

25

103.8

0.1

10

5

ყაზბეგის მუნიცეპალიტეტი, გუდაური

44E53;

42N20

25

100.6

0.1

10

6

სტეფანწმინდა

44E39;  42N39

25

100.0

0.25

10

7

გორი

44E03;

42N02

120

100.0

1

25

8

დმანისი

44E13;

41N22

120

105.1

1

35

9

ახალქალაქი

43E25;

41N21

55

101.2

1

20

10

ახალციხე

42E57;

41N38

35

101.5

1

15

11

ბორჯომის მუნიცეპალიტეტი, ბაკურიანი

43E31;

41N44

20

105.4

0.1

10

12

ქუთაისი

42E44;

42N17

40

100.9

2.5

25

13

ჭიათურა

43E16;

42N17

50

104.1

0.25

10

14

მარტვილი

42E23;

42N25

20

100.7

0.25

10

15

ზუგდიდი

41E52;

42N30

25

104.2

2.5

25

                    

                     შპს ”ტელეიმედი” ფლობს საეთერო ტელემაუწყებლობის №B16 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; 

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სატელე

ვიზიო არხი

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივების დიაგრამა

გადამცემის სიმძ.(ვტ)

ანძის განლაგების

გეოგრაფ. კოორდინატ.

ანტენის გაძლიერ. კოეფიც. არაუმეტეს (დბ)

ანტენის განთავსების

სიმაღლე მიწის

ზედაპ-დან(მ)

1

თბილისი

30

H

წრიული

2000

N 41°41 44"

E 044°47 09"

6.0

78± 5

2

ბათუმი

27

H

წრიული

500

N 41°41 38"

E 041°42 55"

6.0

45± 5

3

დედოფლისწყარო

22

H

წრიული

1000

N 41°27 48"

E 046°08 16"

6.0

170± 25

4

ყვარელი

33

H

წრიული

1000

N 41°54 23"

E 045°49 38"

6.0

45± 5

5

თელავი (ცივის სატელევიზიო ანძა)

43

H

წრიული

1000

N 41°52 18"

E 045°24 39"

6.0

25± 5

6

გორი

22

H

წრიული

1000

N 42°01 55"

E 044°02 56"

6.0

175± 25

7

ხაშური

25

H

წრიული

200

N 42°00 08"

E 043°33 37"

6.0

32± 5

8

დმანისი

25

H

წრიული

1000

N 41°22 48"

E 044°12 51"

6.0

65± 5

9

მარნეული

21

H

წრიული

500

N 41°29 31"

E 044°47 18"

6.0

50± 5

10

ახალქალაქი

27

H

წრიული

500

N 41°20 52"

E 043°25 34"

6.0

70± 5

11

ახალციხე

24

H

წრიული

500

N 41°37 49"

E 042°57 29"

6.0

50± 5

12

ბორჯომი)

21

H

წრიული

200

N 41°50 08"

E 043°23 05"

6.0

25± 5

13

ჩოხატაური

25

H

წრიული

200

N 42°01 00"

E 042°15 00"

6.0

45± 5

14

ქუთაისი

33

H

წრიული

5000

N 42°16 50"

E 042°44 10"

6.0

110± 5

15

ოზურგეთი

23

H

წრიული

200

N 41°55 26"

E 042°02 02"

6.0

35± 5

16

ზესტაფონი

39

H

წრიული

200

N 42°03 37"

E 043°03 48"

6.0

15± 5

17

ჭიათურა

25

H

წრიული

500

N 42°16 56"

E 043°14 48"

6.0

85 ± 5

18

ტყიბული

21

H

წრიული

1000

N 42°22 36"

E 043°02 12"

6.0

65± 5

19

მარტვილი

21

H

წრიული

200

N 42°27 21"

E 042°21 59"

6.0

18± 5

20

ფოთი

25

H

წრიული

1000

N 42°11 07"

E 041°42 28"

6.0

125± 5

21

ზუგდიდი

41

H

წრიული

500

N 42°30 07"

E 041°53 07"

6.0

65± 5

                    

                     შპს ტელეკომპანია ”აისი” ფლობს სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის №B106 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ) ტელემაუწყებლობა  მე-2  სატელევიზიო არხზე 600 ვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით                                ქ. თბილისში;”

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო იმედი”, მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირებთან -                     შპს ”ტელეიმედთან” და შპს ტელეკომპანია ”აისთან” ერთად არ ფლობს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიაზე მეტს ერთი და იგივე მომსახურების ზონაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ”რადიო იმედზე” მესტიის მუნიციპალიტეტში საეთერო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, აღნიშნული არ იქნება წინააღმდეგობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–60 მუხლის მოთხოვნებთან.     

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 მუხლების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით, ხოლო პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის შპს ”რადიო იმედის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე.

წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად: სამაუწყებლო კონცეფციის შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22  გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის დადგენილი პრიორიტეტების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობისათვის პრიორიტეტად ყველა სამაუწყებლო ზონასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადგენილია პროგრამული მრავალფეროვნება.

სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებელის მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიზანია დააკმაყოფილოს მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აუდიტორიის ინტერესები და მოთხოვნილებები. შპს ”რადიო იმედი” მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- საბავშვო გადაცემები;

- მუსიკალური გადაცემები;

- გასართობი გადაცემები;

- სპორტული გადაცემები.

წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, შპს ”რადიო იმედი” მსმენელს მიაწოდებს ინფორმაციას ისეთ თემებზე, როგორიცაა საზოგადოება, მედია, განათლება, მედიცინა, ლიტერატურა, მუსიკა და სხვა. აღნიშნული თემები გაშუქდება სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი გადაცემების, რუბრიკების, საავტორო გადაცემების, საინფორმაციო გადაცემების, მიმოხილვებისა და თოქ-შოუების სახით.

ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილია ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

ა) ახალი ამბები - ყოველდღე 07:00 სთ.-დან, ყოველ ნახევარ საათში. საინფორმაციო გადაცემა ”ახალი ამბები” რადიომსმენელს მიაწოდებს ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ;

ბ) შემაჯამებელი საინფორმაციო გადაცემა ”მთავარი დღეს”, რომელიც მსმენელს მიაწოდებს ინფორმაციას დღის მნიშვნელოვან მოვლენებზე;

გ) საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა - თოქ-შოუ: ”ყველა კითხვა” - მთავარი პოლიტიკური მოვლენების განხილვა და შეფასება - პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან და სხვადასხვა უწყებების პირველ პირებთან ერთად.

შპს ”რადიო იმედის” სამაუწყებლო კონცეფციით შემოთავაზებული სხვა თემატიკის პროგრამებში, უზრუნველყოფილია თემათა მრავალფეროვნებაც. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს რადიოპროგრამებს შემდეგ თემებზე:

საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

-  ”თბილისის დროით” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა;

- ”კანონი” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა;

- ”ეკონომიქსი” - ყოველდღიური მიმოხილვა ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ;

- ”იმედის კლინიკა” - ორშაბათი-შაბათი, შემეცნებითი გადაცემა მედიცინის შესახებ;

- “X CODE” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა;

- “ადვოკატის ქეისი” - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა;

საბავშვო თემატიკის ფარგლებში:

- ”დიდი მწერლები პატარებისთვის”.

მუსიკალური თემატიკის ფარგლებში:

- ”ჯაზოთერაპია” - ორშაბათს და ხუთშაბათს, ოთარ ტატიშვილის საავტორო გადაცემა.

გასართობი თემატიკის ფარგლებში:

- ”დილა იმედისა” - ორშაბათი-შაბათი, შემეცნებით-გასართობი გადაცემა ;

- ”ნანუკას შოუ” - ყოველკვირეული გადაცემა;

- “TETE A TETE” - ყოველკვირეული გადაცემა;

- ”Lunch Time” - ყოველკვირეული გადაცემა;

სპორტული გადაცემები:

- ”სპორტი” - ყოველდღე, საათში ერთხელ.

- ”სპორტ-ტაიმი” - ყოველკვირეული თოქ-შოუ;

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შპს ”რადიო იმედის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას ირკვევა, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ უზრუნველყოფილია, ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2011 წლის 18 აპრილის N 190/22  გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგინილი პროგრამული მრავალფეროვნება.

კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2012 წლის 4 სექტემბერს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიო იმედის” უფლებამოსილი წარმომადგენელი თამარ სულაბერიძე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად, თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. კომისიის სხდომაზე შპს ”რადიო იმედის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თამარ სულაბერიძემ დაადასტურა სალიცენზიო გადასახდელის 405.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის ანალიზისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილია მესტიის მუნიციპალიტეტში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”რადიო იმედი”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მესტიის მუნიციპალიტეტში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”რადიო იმედი”;

2.   უზრუნველყოს შპს ”რადიო იმედმა” 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის  20% - 81.00 (ოთხმოცდაერთი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 283,50 (ორას ოთხმოცდასამი ლარი და 50 თეთრი)  ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6.  დავალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს კონკურსის მონაწილსთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

7.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიო იმედისთვის” ჩაბარების დღიდან.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ.; №6) ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                             ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები