შპს “ კეთილი ნების კომუნიკაციები -გუდვილკომის“ წილის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2012
მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 26 ივლისის №6/3993-12 (კომისიის რეგისტრაციის ნომერი) წერილით ერთობლივად მიმართეს შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“ და შპს “ქვანტუმ გრუფმა“, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ პარტნიორის და 51% წილის მფლობელის ფიზიკური პირის - მიხეილ გვერდწითელის წილის 51%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს ნუმერაციის რესურსს - 24251XX-2426XXX (1900 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, ქალაქ თბილისში.
შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
შპს “ქვანტუმ გრუფს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომისა“ და შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომისა“ და შპს “ქვანტუმ გრუფის“ 2012 წლის 26 ივლისის №6/3993-12 (კომისიის რეგისტრაციის ნომერი) ერთობლივი წერილი შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები -გუდვილკომის“ 51 % წილის მფლობელის, ფიზიკური პირის მიხეილ გვერდწითელის წილის 51%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.
- ინფორმაცია შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე 2012 წლის 6 თვის (იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით) განმავლობაში;
- ინფორმაცია შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე 2012 წლის 6 თვის (იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით) განმავლობაში;
- შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს “ქვანტუმ გრუფის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ინფორმაცია შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ 2012 წლის 1 ივლისის მდგომარეობით (2012 წლის 9 აგვისტოს №6/4197-12 წერილი);
- ინფორმაცია შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შპს „ალტერნეტის“ 100% წილის მფლობელობის შესახებ (2012 წლის 9 აგვისტოს №6/4197-12 წერილი);
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი მიხეილ გვერდწითელი (წილის 51%-ის მფლობელი) და შპს “ქვანტუმ გრუფი“ (წილის 49%-ის მფლობელი). შპს “ქვანტუმ გრუფის“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი მარინა ჭელიძე (წილის 100%-ის მფლობელი). შპს “ქვანტუმ გრუფი“ არის შპს „ალტერნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი.
შპს “ალტერნეტს“ კომისიაში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
WiFi
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (21.08.2012წ. №10/884-12) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ქვანტუმ გრუფი“ არის შპს „ალტერნეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი და აგრეთვე შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“ 49%-იანი წილის მფლობელი. შპს „ქვანტუმ გრუფის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის მარინა ჭელიძე, ეს უკანასკნელი არის აგრეთვე შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“ დირექტორი. შპს “ქვანტუმ გრუპის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი მეორე პირია გიორგი გოთოშია, რომლის აფილირებულობა სხვა კომპანიებთან არ დგინდება. შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების-გუდვილკომის“ 51%-იანი წილის მფლობელი არის მიხეილ გვერდწითელი, რომელიც ამავე დროს არის შპს „ელექტროსისტემის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი (კომპანიამ ავტორიზაცია გაიარა 2012 წლის 3 აგვისტოს); შპს „ალტერნეტის“ აფილირებულობა სხვა კომპანიებთან არ დგინდება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (29.08.2012წ. №10/903-12) და კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად:
ა) 2012 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი“ ფიქსირებული ქსელით მომსახურებას უწევს 10 აბონენტს;
ბ) შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ შემოსავლებმა საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან, 2012 წლის 6 თვის (იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით) განმავლობაში შეადგინა 232 717 ლარი;
გ) 2012 წლის 6 თვის (იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით) განმავლობაში შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 144 003,07 ლარი. მომსახურების ძირითად სახეს წარმოადგენს მაგისტრალური საკომუნიკაციო არხების გაქირავება;
დ) შპს „ალტერნეტის“ მიერ WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით აბონენტების რაოდენობამ 2012 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 259 აბონენტი, ხოლო 2012 წლის 6 თვის (იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით) განმავლობაში მიღებულმა შემოსავლებმა კი 144 765 ლარი;
ე) ინტერნეტის საცალო მომხმარებლების საერთო რაოდენობაში (Fiber-Optic, DSL, WiFi, WiMax, Dial-Up, Ethernet, Leased Line ტექნოლოგიების გამოყენებით) შპს „ალტერნეტის“ აბონენტთა ხვედრითი წილი ქალაქების და რეგიონების ჭრილში შემდეგია:
ქ. თბილისი - 0,086%;
ქ. რუსთავი - 0,015%;
მცხეთა-მთიანეთის მხარე - 2,08%;
შიდა ქართლის მხარე - 0,008%.
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ “კეთილი ნების კომუნიკაციების - გუდვილკომის“ წილის 51%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ წილის 51%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ წილის 51%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ წილის 51%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
