წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ”კახაბერ აბდალაძისთვის” სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის № 796/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 589 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ”კახაბერ აბდალაძემ” (რეგისტრირებული ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №60001091883) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/486-12, 31.08.12) ქ. ქუთაისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 160.600 მჰც  სიხშირის  მინიჭების  გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის  № 796/7  გადაწყვეტილებით.

                საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის  № 796/7  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  ინდ. მეწარმე ”კახაბერ აბდალაძისთვის”  ქ. ქუთაისში  160.600 მჰც  სიხშირის  მინიჭება;

2.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

3.    კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე ”კახაბერ აბდალაძისთვის” ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები