წვდომის მენიუ

შპს “ბლექ სი სატის“ წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ამირან მამუჭაძის და 5%-ის ფიზიკურ პირ პაატა კალანდაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 599 / 11

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 14, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2012 წლის 27 აგვისტოს №65 წერილით მიმართა შპს “ბლექ სი სატმა“,  შპს “ბლექ სი სატის“ წილის შეძენასთან დაკავშირებით კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით, კერძოდ:

- ფიზიკურ პირ ამირან მამუჭაძეს განზრახული აქვს  შპს “ბლექ სი სატის“ წილის 10%-ის მფლობელ ფიზიურ პირ თამარ გრძელიშვილისაგან კომპანიის წილის 5%-ის შეძენა;

-  ფიზიკურ პირ პაატა კალანდაძეს განზრახული აქვს შპს “ბლექ სი სატის“ წილის 10%-ის მფლობელ ფიზიკურ პირ თამარ გრძელიშვილისაგან კომპანიის წილის 5%-ის შეძენა;

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს “ბლექ სი სატს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 
 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 
 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 
 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.S.1

თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

WiFi.

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

 

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.S.2

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

B.S.3

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

B.S.4

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

 

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “ბლექ სი სატის“ მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს №65 და 2012 წლის 5 სექტემბრის №75 წერილებით წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია  შპს “ბლექ სი სატის“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ბლექ სი სატის“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ბლექ სი სატის“  ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

- შპს “ბლექ სი სატის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ბლექ სი სატის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი გიორგი აბუაშვილი (წილის 10%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი მამუკა ცქიტიშვილი (წილის 5%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ლევან გიორგაძე (წილის 5%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი თამარ გრძელიშვილი (წილის 10%-ის მფლობელი), შპს “ბლექ სი გრუპი“ (წილის 70%-ის მფლობელი).

შპს “ბლექ სი სატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შპს “ბლექ სი გრუპის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი გიორგი კალანდაძე (წილის 25%-ის მფლობელი) და შპს “ბლექ სი როუდი“ (წილის 75%-ის მფლობელი). კომპანიის დირექტორია ამირან მამუჭაძე.

შპს “ბლექ სი როუდის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: გიორგი კალანდაძე (წილის 50%-ის მფლობელი) და ამირან მამუჭაძე (წილის 50%-ის მფლობელი). კომპანიის დირექტორია დავით ძველაია.

შპს “ბლექ სი გრუპი“ და შპს “ბლექ სი როუდი“ არ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის  (11.09.2012წ. №10/944-12) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ბლექ სი სატის“, შპს “ბლექ სი სატის“ წილის შეძენის მსურველების: ფიზიკურ პირ ამირან მამუჭაძის და ფიზიკურ პირ პაატა კალანდაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დადგინდა; ასევე არ დადგინდა ფიზიკური პირების: გიორგი აბუაშვილის,  მამუკა ცქიტიშვილის, ლევან გიორგაძის, გიორგი კალანდაძის, დავით ძველაიას და კომპანიების: შპს “ბლექ სი გრუპის“  და  შპს “ბლექ სი როუდის“ აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან.

წარმოდგენილი ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/946-12 12.09.2012) საფუძველზე დგინდება, რომ  შპს “ბლექ სი სატის“ საქმიანობის ძირითადი სახეა თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტი. კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2012 წლის ივნისის თვეში. არსებული ინფორმაციით 2012 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კომპანია ემსახურებოდა 39 აბონენტს, ხოლო 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 162 აბონენტს. 2012 წლის ივნისის თვის შემოსავლებმა სააბონენტო მომსახურებიდან შეადგინა 210 ლარი, ხოლო ივლისის თვის შემოსავლებმა 993 ლარი. შესაბამისად, 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში შპს “ბლექ სი სატის“ აბონენტთა ხვედრითმა წილმა შეადგინა 0,076%, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “ბლექ სი სატის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა  0,026%.

წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ შპს “ბლექ  სი სატის“  წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ამირან მამუჭაძის და 5%-ის ფიზიკურ პირ პაატა კალანდაძის მიერ შეძენის შემდეგ,  ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე შპს “ბლექ  სი სატის“  წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ამირან მამუჭაძის და  5%-ის ფიზიკურ პირ პაატა კალანდაძის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ბლექ  სი სატის“  წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ამირან მამუჭაძის და 5%-ის ფიზიკურ პირ პაატა კალანდაძის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა  შპს “ბლექ  სი სატს“, შპს “ბლექ  სი სატის“ წილის 5%-ის ფიზიკურ პირ ამირან მამუჭაძის და  5%-ის ფიზიკურ პირ  პაატა კალანდაძის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       ირაკლი ჩიქოვანი

         კომისიის წევრი                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი     

         კომისიის წევრი                                                                     კარლო კვიტაიშვილი 

         კომისიის წევრი                                                                     ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                     აკაკი სიხარულიძე

 

       
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები