წვდომის მენიუ

შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე

ნომერი: 606 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 3 აგვისტოს N514/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზეპირი მოსმენა ჩატარდა  2012 წლის 3 სექტემბრის 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა  ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე - 2012 წლის 17 სექტემბერი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2012 წლის 17 სექტემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

2012 წლის 21 სექტემბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაინტერესებული პირის (შპს ”სისტემა გამა”) კომისიის სხდომაზე მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნია განცხადების დაკმაყოფილებისა და ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ საკითხის განხილვის დანიშნა 2012 წლის 28 სექტემბერს. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ”სისტემა გამას” კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნოს 2012 წლის 28 სექტემბერს;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სისტემა გამასთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის           177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები