წვდომის მენიუ

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 4 მაისის № 334/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 610 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს შუამდგომლობით,  კომისიას მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 3/63-12, 05.09.12) ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 420.475 მჰც და 425.725 მჰც  სიხშირეების  მინიჭების  გაუქმების თაობაზე, რომელებიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2012 წლის 4 მაისის  № 334/7  გადაწყვეტილებით.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2012 წლის 4 მაისის  № 334/7  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთვის  ქ. თბილისში  420.475 მჰც და 425.725 მჰც    სიხშირეების  მინიჭება;

2.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

3.    კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთვის    ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები