წვდომის მენიუ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირული ზოლის მინიჭების შესახებ

ნომერი: 612 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2012

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარმა სამმართველომ,  კომისიას მიმართა განცხადებით (№1315/10-100ს, 25.07.12), რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის, ამავე განცხადებაში აღნიშნული სიხშირული დიაპაზონის საზღვრებში, სიხშირული ზოლის მინიჭების მოთხოვნით.  აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში, კომისიის მიერ, სიხშირული ზოლის მინიჭების საკითხის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  2012 წლის 12 აგვისტოს ეცნობა  წერილით  №144-ს.  თანხმობა კომისიის მიერ შერჩეული სიხშირული ზოლის გამოყენების შესახებ,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარმა სამმართველომ, კომისიას აცნობა წერილით №1315/10-116.

        კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით ჯერ არ არის განსაზღვრული, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირეები, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად - სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონოსძიებათა ჩატარებისთვის და გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საჯარო ფუნქციების მნიშვნელოვნობიდან,  კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 და 471-ე მუხლის მე-3  პუნქტებით ერთდროულად, ასევე რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად და მიზანშეწონილად მიიჩნია, დროებით, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით, რადიოსიხშირეების განსაზღვრამდე უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად 1 წლის ვადით მიანიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიხშირეები.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 და 471 მუხლის მე-3  პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო    საიდუმლოებას    მიკუთვნებულ    ცნობათა ნუსხის”   მე-3 თავის  3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი    წესების  29-ე   მუხლის     შესაბამისად,    კომისიამ,    კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად           

გადაწყვიტა: 

1. მიენიჭოს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს   სიხშირული ზოლი რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული მონაცემების მიხედვით 1 წლის ვადით 2013 წლის 21 სექტემბრამდე;  

2.  საიდუმლოდ იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3. აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირული ზოლი კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში  (ი. ხარებავა);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)   1 თვის ვადაში;   

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს   ამ    გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებისთანავე.

კომისიის  თავმჯდომარე                                                                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                        ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები