სს “გლობალ ერთის“ 50,28571%-ის აქციების მფლობელ “Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი აქციების სრული პაკეტის “Astra Grand inc“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2012
მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 3 სექტემბერს №246 წერილით მიმართა სს “გლობალ ერთმა“, სს “გლობალ ერთის“ 50,28571%-ის აქციების მფლობელ “Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი აქციების სრული პაკეტის “Astra Grand inc“-ის მიერ შეძენის განზრახვის თაობაზე, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “გლობალ ერთი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს შემდეგ ნუმერაციის რესურსებს:
2436XXX-2439XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, გეოგრაფიული ზონა: ქალაქი თბილისი;
2157XXX-2159XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, გეოგრაფიული ზონა: ქალაქი თბილისი;
1-0-1-8 (ერთი-ნული-ერთი-რვა), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად, გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
900 800 800; 900 900 800; 900 800 900 - დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
სს “გლობალ ერთი“ ასევე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N8 ნებართვას შემდეგ ნუმერაციის რესურსზე:
800 800 90X (სულ ათი სააბონენტო ნომერი), ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის, გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
სს ”გლობალ ერთს” კომისიის 25.11.2011. №664/15 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-3 (შვიდი-ოთხი-შვიდი-სამი), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;
სს “გლობალ ერთი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
№F57, რადიოსიხშირული სპექტრი 4955,0 მჰც ±10მჰც, გეოგრაფიული ზონა ქ. თბილისი - ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად;
№F74, რადიოსიხშირული სპექტრი 5210 მჰც, გეოგრაფიული ზონა ქ. თბილისი - კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
№F76, რადიოსიხშირული სპექტრი 8363 მჰც ±14მჰც და 8482 მჰც ±14მჰც, გეოგრაფიული ზონა ქ. თბილისი - კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
სს “გლობალ ერთს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
||
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|||
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|||
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. |
|||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
||
|
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); |
|||
|
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); |
|||
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; |
|||
|
WiFi. |
|||
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “გლობალ ერთის“ მიერ №246 03.09.2012 და №257 10.09.2012 წერილებით წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ 50,28571%-ის აქციების მფლობელ “Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი აქციების სრული პაკეტის “Astra Grand inc“-ის მიერ შეძენის განზრახვის შესახებ;
- ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;
- ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ქსელის აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
-სს “გლობალ ერთის“ პარტნიორთა და აქციების ყიდვის მსურველი კომპანიისა და მათი პარტნიორების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანები.
სს “ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მიერ 2012 წლის 3 სექტემბერს გაცემული ამონაწერის თანახმად, სს “გლობალ ერთის“ აქციონერებს წარმოადგენენ:
“Oplykenon Technologies Limited“– 50,28571%;
“Van East Ltd“ – 49,71429%.
სს “გლობალ ერთის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან გიორგი მაჩიტიძე (გენერალური დირექტორი), მარგარიტა ხოლინა (დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე).
“Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ აქციების შეძენის მსურველი კომპანია “Astra Grand inc“-ის აქციების 100%-ის მფლობელია “Jardin holdings Limited“, ხოლო “Jardin holdings Limited“-ის წილის 100%-ის მფლობელს წარმოადგენს პაულ პატრიკ ჯონსი. “Astra Grand inc“-ის დირექტორია ლორენა სერვანტესი, ხოლო “Jardin holdings Limited“-ის დირექტორებია პაულ პატრიკ ჯონსი და ლუის ანტონიო ფერერა.
კომპანია “Van East Ltd“-ს დირექტორია ელენა ანდრეუ.
კომპანია “Van East Ltd“-ს აქციების 100%-ის მფლობელია კომპანია “Interstatus limited“.
კომპანია “Interstatus limited“-ის 100%-ის მფლობელია მარინა ფსილოუ.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (10.09.2012წ. №10/932-12; 17.09.2012წ. №10/965-12) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიების: “Oplykenon Technologies Limited“-ის, “Astra Grand inc“-ის, “Jardin holdings Limited“-ის, “Van East Ltd“-ის, “Interstatus limited“-ის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. ასევე არ დგინდება ფიზიკური პირების პაულ პატრიკ ჯონსის, ლუის ანტონიო ფერერას, ელენა ანდრეუს და მარინა ფსილოუს აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამახურებრივი ბარათის (10.09.2012წ. №10/935-12) და კომისიაში სს “გლობალ ერთის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად:
ა) 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სს “გლობალ ერთი“ ქალაქ თბილისში ფიქსირებული ქსელით მომსახურებას უწევდა 616 აბონენტს;
ბ) 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სს “გლობალ ერთი“ საქართველოს მასშტაბით VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით მომსახურებას უწევდა 898 აბონენტს;
გ) 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით ქალაქ თბილისში სს “გლობალ ერთის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტების მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 19837 ლარი;
დ) 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით სს “გლობალ ერთის“ აბონენტების მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 26010 ლარი;
ე) ქალაქ თბილისში ფიქსირებული ქსელის აბონენტთა საერთო რაოდენობაში, სს “გლობალ ერთის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტების ხვედრითი წილი 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 0,18%-ს.
ვ) საქართველოში VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით აბონენტთა საერთო რაოდენობაში სს „გლობალ ერთის“ VOIP აბონენტთა ხვედრითი წილი 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 4,56%-ს.
ზ) ქალაქ თბილისში ფიქსირებული ქსელის აბონენტთა მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგენს 0,086%-ს.
თ) საქართველოში VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით აბონენტთა მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ VOIP აბონენტების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგენს 1,13%.
ი) 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სს “გლობალ ერთი“ ქალაქ თბილისში ინერნეტით (Fiber-Optic, DSL, Dial-UP ტექნოლოგიის გამოყენებით) მომსახურებას უწევდა ფიქსირებული ქსელის 160 აბონენტს;
კ) 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით ქალაქ თბილისში ინტერნეტით (Fiber-Optic, DSL, Dial-UP ტექნოლოგიის გამოყენებით) ფიქსირებული ქსელის აბონენტების მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 154575 ლარი;
ლ) ქალაქ თბილისში ინტერნეტის (Fiber-Optic, DSL,Dial-UP, Wi-Fi, Leased Line, Ethernet ტექნოლოგიის გამოყენებით) მომხმარებელ ფიქსირებული ქსელის აბონენტთა მთლიან რაოდენობაში სს “გლობალ ერთის“ აბონენტების ხვედრითი წილი 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 0,07%-ს.
მ) ქალაქ თბილისში აბონენტთა ინტერნეტით (Fiber-Optic, DSL,Dial-UP, Wi-Fi, Leased Line, Ethernet ტექნოლოგიის გამოყენებით) მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში სს “გლობალ ერთის“ ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგენს 0,33%-ს.
ნ) სს “გლობალ ერთის“ მიერ საკუთარი დაშვების კოდით (1-0-1-8) სხვა ავტორიზებული პირის ქსელიდან განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 909195 ლარი;
ო) საკუთარი დაშვების კოდით (1-0-1-8) სხვა ავტორიზებული პირის ქსელიდან განხორციელებული ზარებიდან ავტორიზებული პირების მიერ მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 32,4%.
პ) სს “გლობალ ერთის“ მიერ ტრანზიტული ტრაფიკის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 1359132 ლარი;
ჟ) ტრანზიტული ტრაფიკის მომსახურებიდან ავტორიზებული პირების მიერ მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2012 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 14,2%.
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ სს “გლობალ ერთის“ 50,28571%-ის მფლობელ “Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი აქციების სრული პაკეტის “Astra Grand inc“-ს მიერ შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე სს “გლობალ ერთის“ აქციების 50,28571%-ის Astra Grand inc“-ს მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სს “გლობალ ერთის“ აქციების 50,28571%-ის Astra Grand inc“-ს მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა სს “გლობალ ერთს“, სს “გლობალ ერთის“ აქციების 50,28571%-ის “Astra Grand inc“-ის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
