წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 637 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2012

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2012

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

                გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში და პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება  მიენიჭოთ კომისიის აპარატში დასაქმებულ შემდეგ პირებს:

ა) ვერა შუღლიაშვილი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

ბ) მარიამ აროშიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

გ) ივანე მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

დ) ვლად გლავაცკი – ადმინისტრაციული  დეპარტამენტის სპეციალისტი;

ე) ციალა უჯმაჯურიძე –ადმინიტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ვ) ნიკოლოზ კონდოლელი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის მთავარი ინჟინერი;

ზ) გივი ქართველიშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის უფროსი ინჟინერი;

თ) კახაბერ მამისეიშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის ტექნიკოსი.

ი) გიორგი გოგიაშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;

კ) დავით ქუთათელაძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ლ) ნინო ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

მ) იოსებ აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტი უფროსი.”

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                    ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები