წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 642 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 05 ოქტომბრის №61 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2012 წლის 05 ოქტომბრის №61 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთ) საკითხი:

ა) შპს ”Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში”   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2012 წლის 05 ოქტომბრის №61 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი

 

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი 

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები