წვდომის მენიუ

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯა

ნომერი: 650 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2012

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის N586/23 გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში (სსმ III, 14.12.2005. N 145; მუხლი N1620) ცვლილებების შესატანად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 8 ოქტომბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

      კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება საჯარო გაცნობისთვის, ხოლო ამავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილიდან  გამომდინარე,  ყველას აქვს უფლება წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში (სსმ III, 14.12.2005. N 145; მუხლი N1620) ცვლილებების შესატანად კომისიის დადგენილების პროექტის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნება, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავით დადგენილი წესით; შესაბამისად, იმისთვის, რომ არ შეიზღუდოს დაინტერესებული პირების უფლება, მონაწილეობა მიიღონ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომისიაში წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი ვადების დაცვისა და დაინტერესებული პირების ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში (სსმ III, 14.12.2005. N 145; მუხლი N1620) ცვლილებების შესატანად კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში (სსმ III, 14.12.2005. N 145; მუხლი N1620) ცვლილებების შესატანად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

3.   გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                          კ. კვიტაიშვილი

ა.სიხარულიძე

                                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები