წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 ივლისის № 492/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 652 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს  “კომპანია ბლექ სი გრუპმა”  (რეგისტრირებული  კრწანისი-მთაწმინდის  სასამართლოს  მიერ, რეგ. № 06/4-2008; ს.კ. № 204477734) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/460-12, 14.08.12) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, სოფ. ანაკლიაში და სოფ. ქსანში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  მინიჭებული  სიხშირეების მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 27 ივლისის  N 492/7  გადაწყვეტილებით შპს “კომპანია ბლექ სი გრუპს” მიეცა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 291 ნებართვა და მიენიჭა 406.325  მჰც  სიხშირე  ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, სოფ. ანაკლიაში, სოფ. ქსანში   და   406.500 მჰც,   411.625 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, სოფ. ანაკლიაში, ერთი წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს “კომპანია ბლექ სი გრუპისთვის”   მინიჭებული   406.325  მჰც, 406.500 მჰც და   411.625 მჰც   სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს  ქ. გორში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 27 ივლისის  № 492/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპს”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №  F 291   ნებართვა და მიენიჭოს  406.325  მჰც  სიხშირე  ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. გორში, სოფ. ანაკლიაში, სოფ. ქსანში   და   406.500 მჰც,   411.625 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. გორში, სოფ. ანაკლიაში,  ერთი წლის ვადით, თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს “კომპანია ბლექ სი გრუპისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკ    

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები