წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის № 121/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 653 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”მადნეულმა” (რეგისტრირებული ბოლნისის რ-ის სასამართლოს მიერ, რეგ. № 23/5-2; ს.კ. № 225358341) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/497-12, 06.09.12)  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული ათი სიხშირიდან ორი სიხშირის მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის  N 121/7  გადაწყვეტილებით სს ”მადნეულს” მიეცა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  № F 182  ნებართვა და მიენიჭა  45.950 მჰც, 142.800 მჰც, 147.025 მჰც, 147.800 მჰც, 152.050 მჰც, 154.725 მჰც, 157.625 მჰც, 164.325 მჰც, 167.400 მჰც და 167.425 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში ერთი წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია სს ”მადნეულისთვის” კჰც) ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მინიჭებული   157.625 მჰც  და 164.325 მჰც, სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს  ქ. თბილისში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის  № 121/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს სს ”მადნეულს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 182  ნებართვა და მიენიჭოს 45.950 მჰც, 142.800 მჰც, 147.025 მჰც, 147.800 მჰც, 152.050 მჰც, 154.725 მჰც, 167.400 მჰც, 167.425 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში,  ხოლო  157.625 მჰც, 164.325 მჰც  სიხშირეები ქ. თბილისიში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, ერთი წლის ვადით, თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”მადნეულისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკ    

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები