საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 აგვისტოს № 540/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ 2010 წლის 1 ნოემბერს, ს.კ. № 404389693) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/427-12, 20.07.12) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/506-12, 12.09.12) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 17 აგვისტოს N 540/7 გადაწყვეტილებით შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 305 ნებართვა და მიენიჭა 440.100 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის” ქ. თბილისში და ქ. ბათუმში მინიჭებული 440.100 მჰც სიხშირით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს ქ. ქუთაისში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 17 აგვისტოს № 540/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 305 ნებართვა და მიენიჭოს 440.100 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკ
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
