წვდომის მენიუ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”მარიამ ჩუბინიძის დახმარების ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 66 / 15

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2012

მიღების თარიღი იანვარი 20, 2012

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (10.01.2012 №7/20-12) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ”მარიამ ჩუბინიძის დახმარების ფონდმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.

         ააიპ ”მარიამ ჩუბინიძის დახმარების  ფონდს” ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება საქველმოქმედო მიზნებისათვის, კერძოდ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი და შემოსული თანხები მიიმართება მარიამ ჩუბინიძის დასახმარებლად.

          კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; დებულების  №2 დანართის შესაბამისად, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის,  არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განისაზღვრა 901 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.      

 კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით.

გამომდინარე იქედან, რომ ააიპ ”მარიამ ჩუბინიძის დახმარების ფონდი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, საქველმოქმედო მიზნებით შემოწირულობათა განსახორციელებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ააიპ ”მარიამ ჩუბინიძის დახმარების  ფონდის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე, მიანიჭოს ააიპ ”მარიამ ჩუბინიძის დახმარების  ფონდს”  ნუმერაციის რესურსები   901 700 563, 901 200 363 ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, ააიპ ”მარიამ ჩუბინიძის  დახმარების  ფონდს”    ნუმერაციის რესურსები - 901 700 563 და 901 200 363 (ცხრა-ნული-ერთი-შვიდი-ნული-ნული-ხუთი-ექვსი-სამი და ცხრა-ნული- ერთი-ორი-ნული-ნული-სამი-ექვსი-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2012 წლის 20 იანვრიდან,  2013 წლის  20 იანვრამდე;

2. ააიპ ”მარიამ ჩუბინიძის დახმარების ფონდი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული   ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ააიპ ”მარიამ ჩუბინიძის დახმარების ფონდის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში ააიპ ”მარიამ ჩუბინიძის  დახმარების ფონდს”   არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ  ”მარიამ ჩუბინიძის  დახმარების ფონდისთვის”    ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები