წვდომის მენიუ

შპს “რეალკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ბლექ სი სატის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 663 / 11

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2012 წლის 25 სექტემბერს №03 წერილით მიმართა შპს “რეალკომმა“, შპს “რეალკომის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზია) შპს “ბლექ სი სატზე“ გადაპირების განზრახვასთან დაკავშირებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რეალკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

 

სხვა

B.F.3.

მონაცემთა გადაცემა

 

მონაცემთა გადაცემა

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

B.M.2.

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

 

მულტიმედიური მომსახურება

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა)

შპს “რეალკომი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 10.705-11.181 გჰც   ქ. თბილისში, რომელიც გამოიყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 თებერვლამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ბლექ სი სატი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4.

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5.

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6.

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

 

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.S.1.

თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

 

WiFi.

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

 

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.S.2.

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

 

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3.

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.S.4.

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

 

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “რეალკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:

- ინფორმაცია შპს “რეალკომის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ბლექ სი სატის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს  “რეალკომის“ წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს  “ბლექ სი სატის“ წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რეალკომის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი ზურაბ ძიძიგური.

შპს “ბლექ სი სატის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი გიორგი აბუაშვილი (წილის 10%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი მამუკა ცქიტიშვილი (წილის 5%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ლევან გიორგაძე (წილის 5%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ამირან მამუჭაძე (წილის 5%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი პაატა კალანდაძე (წილის 5%-ის მფლობელი),შპს “ბლექ სი გრუპი“ (წილის 70%-ის მფლობელი).

შპს “ბლექ სი სატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შპს “ბლექ სი გრუპის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი გიორგი კალანდაძე (წილის 25%-ის მფლობელი) და შპს “ბლექ სი როუდი“ (წილის 75%-ის მფლობელი). კომპანიის დირექტორია ამირან მამუჭაძე.

შპს “ბლექ სი როუდის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: გიორგი კალანდაძე (წილის 50%-ის მფლობელი) და ამირან მამუჭაძე (წილის 50%-ის მფლობელი). კომპანიის დირექტორია დავით ძველაია.

შპს “ბლექ სი გრუპი“ და შპს “ბლექ სი როუდი“ არ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის  (04.10.2012წ. №10/1002-12) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ბლექ სი სატის“, შპს “ბლექ სი სატის“ დამფუძნებლების: ფიზიკური პირების: გიორგი აბუაშვილის,  მამუკა ცქიტიშვილის, ლევან გიორგაძის, გიორგი კალანდაძის, დავით ძველაიას, ამირან მამუჭაძის, პაატა კალანდაძის, აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დადგინდა; ასევე არ დადგინდა კომპანიების: შპს “ბლექ სი გრუპის“  და  შპს “ბლექ სი როუდის“ აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (02.10.2012წ. №10/995-12) და კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, შპს “რეალკომის“ შემოსავლებმა საქართველოში გაწეული მომსახურებიდან 2012 წლის 8 თვეში (იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით)  შეადგინა 4000 ლარი; შემოსავლის ძირითადი წყაროა არასაკომუნიკაციო მომსახურების სახეებიდან მიღებული შემოსავალი.

ასევე წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად შპს “ბლექ სი სატის“ საქმიანობის ძირითადი სახეა თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტი. კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2012 წლის ივნისის თვეში. არსებული ინფორმაციით 2012 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კომპანია ემსახურებოდა 39 აბონენტს, 2012 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 162 აბონენტს, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 504 აბონენტს. 2012 წლის ივნისის თვის შემოსავლებმა სააბონენტო მომსახურებიდან შეადგინა 210 ლარი, ივლისის თვის შემოსავლებმა - 993 ლარი, ხოლო აგვისტოს თვის შემოსავლებმა - 3459 ლარი. შესაბამისად, 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში შპს “ბლექ სი სატის“ აბონენტთა ხვედრითმა წილმა შეადგინა 0,25%, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში შპს “ბლექ სი სატის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა  0,064%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ბლექ სი სატის“ მიერ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე, შპს “რეალკომის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ბლექ სი სატის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “რეალკომის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ბლექ სი სატის“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს “რეალკომის“  მოთხოვნა;

2. მიეცეს თანხმობა შპს “რეალკომს“, მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის,  შპს “ბლექ სი სატის“ მიერ შეძენაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ირაკლი ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                     კარლო კვიტაიშვილი 

            კომისიის წევრი                                                                     აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები