წვდომის მენიუ

სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 665 / 24

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2012

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/524-12, 03/10/2012) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს ”სილქნეტი” ითხოვს ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში, ახმეტის, ყვარელის, გურჯაანის, ლაგოდეხის, მარნეულის, ბოლნისის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში  მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის არასრული ბლოკების (სულ 13671 სააბონენტო ნომერი) შევსებას ნუმერაციის თავისუფალი რესურსით.

            კომისია აღნიშნავს, რომ  სს ”სილქნეტი”წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

1.                    A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

·         სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

2.                    A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

·         არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

3.                   A.F.4  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

·         სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

4.                   A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

·         რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

5.                   A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

·         საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

6.                   A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

·         ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

·         ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

7.                   A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

·         CDMA.

8.                   A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

·         თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

9.                   B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

·         ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

·         ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

              კომისია აღნიშნავს, რომ  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.

           კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, მართლზომიერად ფლობს:

 1.     ქ. რუსთავი  (995 341240XXX) - 893  სააბონენტო ნომერი;

                              (995 341 241XXX) – 806  სააბონენტო ნომერი;

2.     ქ. ქუთაისი   (995 331 236XXX)-702 სააბონენტო ნომერი;

3.     ქ. ფოთი       (995 493 228XXX)-632 სააბონენტო ნომერი;

                             (995 493 278XXX)-988  სააბონენტო ნომერი;

                             (995 493 279XXX)-861 სააბონენტო ნომერი;

4.      ახმეტის  მუნიციპალიტეტი (995 349 224XXX) – 635  სააბონენტო ნომერი;

5.     ყვარელის მუნიციპალიტეტი (995 352 220XXX )-849 სააბონენტო ნომერი;

                                                        (995 352225XXX)-616 სააბონენტო ნომერი;

6.      გურჯაანის მუნიციპალიტეტი (995 353 220XXX)-745 სააბონენტო ნომერი;

                                                            (995 353 225XXX)-632 სააბონენტო ნომერი;

7.      ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (995 354 221XXX)-524 სააბონენტო ნომერი;

                                                              (995 354 225XXX)-528 სააბონენტო ნომერი;

8.      მარნეულის მუნიციპალიტეტი (995 357 221XXX)-848 სააბონენტო ნომერი;

9.      ბოლნისის მუნიციპალიტეტი (995 358 222XXX)-736 სააბონენტო ნომერი;

10.    სამტრედიის მუნიციპალიტეტი (995 411 221XXX)-995 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 411 222XXX)-921 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 411 223XXX)-909 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 411 228XXX)-619 სააბონენტო ნომერი;

11.    აბაშის მუნიციპალიტეტი (995 412 290XXX)-150 სააბონენტო ნომერი;

                                                    (995 412 295XXX)-340 სააბონენტო ნომერი;

12.    სენაკის მუნიციპალიტეტი (995 413 221XXX)-778 სააბონენტო ნომერი;

                                                      (995 413 277XXX)-785 სააბონენტო ნომერი;

13.     ხობის მუნიციპალიტეტი (995 414 425XXX) –272  სააბონენტო ნომერი;

                                                     (995 414 221XXX)-3 სააბონენტო ნომერი;

14.     ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (995 415 227XXX)-32 სააბონენტო ნომერი;

                                                              (995 415 228XXX)-834 სააბონენტო ნომერი;

15.     წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (995 416 222XXX)-197 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 416 225XXX)-216      სააბონენტო ნომერი;                                                  

16.     ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი (995 417 220XXX)-110 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 417 225XXX)-347 სააბონენტო ნომერი;

17.    მარტვილის მუნიციპალიტეტი (995 418 220XXX)-224 სააბონენტო ნომერი;

18.     ზესტაფონის მუნიციპალიტეტი (995 492 252XXX) –867  სააბონენტო ნომერი;

                                                                (995 492 259XXX) –780  სააბონენტო ნომერი.

            კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პირებს, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ნუმერაციის არასრულ ბლოკზე, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, მათ სარგებლობაში არსებული ბლოკის შესავსებად საჭირო ნუმერაციის თავისუფალ რესურსზე.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

       ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

          კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა -გეოგრაფიული  ნომრებზე (რომლის სრული ფორმატი 9 ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC -  2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; გეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „3“ და „4“) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;

           კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა      სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის  2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ სს ”სილქნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის  და რესურსით სარგებლობის საფასურის - 1367.1 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N84 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 13671 (ცამეტი ათას ექვსასსამოცდათერთმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ)  გეოგრაფიული ზონა:

 1.     ქ. რუსთავი  (995 341 240XXX) - 107  სააბონენტო ნომერი;

                              (995 341 241XXX) –194  სააბონენტო ნომერი;

2.     ქ. ქუთაისი   (995 331 236XXX)-298 სააბონენტო ნომერი;

3.     ქ. ფოთი       (995 493 228XXX)-368 სააბონენტო ნომერი;

                             (995 493 278XXX)-12  სააბონენტო ნომერი;

                             (995 493 279XXX)-139 სააბონენტო ნომერი;

4.      ახმეტის  მუნიციპალიტეტი (995 349 224XXX) – 365  სააბონენტო ნომერი;

5.     ყვარელის მუნიციპალიტეტი (995 352 220XXX )-151 სააბონენტო ნომერი;

                                                        (995 352 225XXX)-384 სააბონენტო ნომერი;

6.      გურჯაანის მუნიციპალიტეტი (995 353 220XXX)-255 სააბონენტო ნომერი;

                                                            (995 353 225XXX)-368 სააბონენტო ნომერი;

7.      ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (995 354 221XXX)-476 სააბონენტო ნომერი;

                                                              (995 354 225XXX)-472 სააბონენტო ნომერი;

8.      მარნეულის მუნიციპალიტეტი (995 357 221XXX)-152 სააბონენტო ნომერი;

9.      ბოლნისის მუნიციპალიტეტი (995 358 222XXX)-264 სააბონენტო ნომერი;

10.    სამტრედიის მუნიციპალიტეტი (995 411 221XXX)-50 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 411 222XXX)-79 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 411 223XXX)-91 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 411 228XXX)-381 სააბონენტო ნომერი;

11.    აბაშის მუნიციპალიტეტი (995 412 290XXX)-850 სააბონენტო ნომერი;

                                                    (995 412 295XXX)-660 სააბონენტო ნომერი;

12.    სენაკის მუნიციპალიტეტი (995 413 221XXX)-222 სააბონენტო ნომერი;

                                                      (995 413 277XXX)-215 სააბონენტო ნომერი;

13.     ხობის მუნიციპალიტეტი (995 414 425XXX) –728  სააბონენტო ნომერი;

                                                     (995 414 221XXX)-997 სააბონენტო ნომერი;

14.     ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (995 415 227XXX)-968 სააბონენტო ნომერი;

                                                              (995 415 228XXX)-166 სააბონენტო ნომერი;

15.     წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (995 416 222XXX)-803 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 416 225XXX)-784 სააბონენტო ნომერი;                                                  

16.     ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი (995 417 220XXX)-890 სააბონენტო ნომერი;

                                                               (995 417 225XXX)-653 სააბონენტო ნომერი;

17.    მარტვილის მუნიციპალიტეტი (995 418 220XXX)-776 სააბონენტო ნომერი;

18.     ზესტაფონის მუნიციპალიტეტი (995 492 252XXX) –133  სააბონენტო ნომერი;

                                                                (995 492 259XXX) –220  სააბონენტო ნომერი.

გ)  ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1   ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

4.  ეცნობოს სს „სილქნეტს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                                          ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები