საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2012
მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 19 ოქტომბრის №63 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2012 წლის 19 ოქტომბრის №63 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს “მობიტელის“ 100%-იანი წილიდან: შპს “დელგადო რესოურსიზის“ მფლობელობაში არსებული წილის 32%-დან 20%-ის შპს “მირენ ინვესტის“, ხოლო 12%-ის შპს “ექშენ დირექტ ჰოლდინგ ბ.ვ.“-ს მიერ შეძენაზე და შპს “ინვესტიკო ალიანსეს“ მფლობელობაში არსებული წილის 17%-ის შპს “ექშენ დირექტ ჰოლდინგ ბ.ვ.“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი):
ბ) შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100 %-იანი წილიდან: ფიზიკურ პირ გიორგი არველაძის მფლობელობაში არსებული წილის 45%-ის, ფიზიკურ პირ გიორგი მიქელაძის მფლობელობაში არსებული წილის 15%-ის და ფიზიკურ პირ გიორგი კორახაშვილის მფლობელობაში არსებული წილის 30%-ის ფიზიკურ პირ ინა გუდავაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი):
2. კომისიის 2012 წლის 19 ოქტომბრის №63 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ირაკლი ჩიქოვანი |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
კარლო კვიტაიშვილი |
