წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 673 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №64 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №64 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2(oრი) საკითხი:

ა) ფიზიკურ პირ ჯოზეფ ქეის მფლობელობაში შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  წილის 10%-ის  ფიზიკურ პირ ინა გუდავაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშწეყობის დეპარტამენტის უფროსი).

ბ) შპს ”ტელეკომპანია მზის“ კერძო მაუწყებლობის №B15 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი).

2. კომისიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №64 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კარლო კვიტაიშვილი

                            კომისიის წევრი 

აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები