წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ ჯოზეფ ქეის მფლობელობაში არსებული შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ინა გუდავაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 682 / 11

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2012 წლის  25 ოქტომბერს №62/2 წერილით მიმართა შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“, ფიზიკურ პირ ჯოზეფ ქეის მფლობელობაში არსებული შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  წილის 10%-ის  ფიზიკურ პირ ინა გუდავაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 2012 წლის  25 ოქტომბრის №62/2 წერილს ხელს აწერს შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე დიმიტრი კილაბერიძე, რომელსაც უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დირექტორის გიორგი არველაძის მიერ გაცემული მინდობილობით (სანოტარო აქტი,  რეესტრში რეგისტრაციის №110557615, რეგისტრაციის თარიღი 03.06.2011წ. ძალაშია 2013 წლის 03 ივნისის ჩათვლით).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.5

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა:

 

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს შემდეგი სახის ლიცენზიებს:

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F23 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: ქ. თბილისში - 3930.0 მჰც ±14 მჰც; 4030.0 მჰც±14 მჰც; 4110.0 მჰც±14 მჰც და 4190.0 მჰც±14 მჰც; ქ. ქუთაისში - 3930.0 მჰც±14 მჰც რადიოსარელეო კავშირისათვის, გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატი.

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2014 წლის 16 აპრილამდე.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F26 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12.317-12.906 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ფიქსირებული, უსადენო დაშვების ქსელის ფუნქციონირებისათვის ქ. თბილისში და გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 28 ივლისამდე.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F34  ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12887მჰც, 12905 მჰც, 13031მჰც, 13199მჰც, 12933მჰც, 13143მჰც და 13171მჰც ქ.თბილისში რადიოსარელეო კავშირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 3 ნოემბრამდე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ მართლზომიერად ფლობს შემდეგ ნუმერაციის რესურსს:

 სატელეფონო (სასადგურო) ინდექსიდან 2460XXX-2464XXX 1004 სააბონენტო ნომერი (კომისიის წერილი - №01/892-12, 10.04.2012წ.) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიას, რომელიც დროებით სარგებლობაშია  გადაცემული შპს „ტელეიმედისათვის“, თანახმად კომისიის 2009 წლის 17 ივლისის №340/22 გადაწყვეტილებისა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ 2012 წლის  25 ოქტომბრის №62/2 წერილით კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირი ინა გუდავაძე (წილის 90%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი ჯოზეფ ქეი ( წილის 10%-ის მფლობელი).

შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 26 ოქტომბრის №10/1112-12 სამსახურებრივი ბარათის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დამფუძნებლების - ჯოზეფ ქეის და ინა გუდავაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ დგინდება; აგრეთვე არ დგინდება შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის  აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ  პირებთან.

ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ არის შპს „ტელეიმედის“, შპს “რადიო იმედის“ და შპს ტელეკომპანია “აისის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლებიც არ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს.

 კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამახურებრივი ბარათის (25.10.2012წ. №10/1102-12) და კომისიაში შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ქალაქ თბილისში შეადგინა 259 აბონენტი. ამასთან, ავტორიზებული საქმიანობიდან კომპანიის შემოსავლებმა შეადგინა:  2012 წლის იანვრის თვეში - 17919 ლარი; თებერვლის თვეში - 16463 ლარი; მარტის თვეში -  19419 ლარი; აპრილის თვეში - 16029 ლარი, მაისის თვეში - 19673 ლარი, ივნისის თვეში - 17287 ლარი, ივლისის თვეში 17453 ლარი, აგვისტოს თვეში - 13927 ლარი.  წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში ფიქსირებული ქსელის აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ აბონენტების ხვედრითი წილი შეადგენს - 0,08%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში ფიქსირებული ქსელის აბონენტთა მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ შემოსავლების ხვედრითი წილი შეადგენს - 0,54%-ს.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ინა გუდავაძის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ინა გუდავაძის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“, ფიზიკურ პირ ჯოზეფ ქეის მფლობელობაში არსებული შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“  წილის 10%-ის  ფიზიკურ პირ ინა გუდავაძის მიერ შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                     ირაკლი ჩიქოვანი

         კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი     

         კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი 

         კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე      

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები