წვდომის მენიუ

შპს ”დაცვის სამსახური მგლებისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 686 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012

მიღების თარიღი ოქტომბერი 30, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ხოლო 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს და 11 ოქტომბერს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის (ს.შავგულიძე) მოხსენებითი ბარათები (13.09.2012 N10/951-12; 11.10.2012 N10/1031-12) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რიგი ნებართვის მფლობელების, მათ შორის შპს „დაცვის სამსახური მგლების“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხსენებით ბარათში (13.09.2012 N10/951-12) აღნიშნულია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულია ნებართვის მფლობელების ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყონ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „დაცვის სამსახურ მგლებს“ 2012 წლის 20 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი (N06/2019-12), სადაც ზემოაღნიშნული სანებართვო პირობის შესრულების მიზნით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „დაცვის სამსახური მგლების“ მიერ არ განხორციელებულა მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული წერით ასახვა კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის  23 ოქტომბერს  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება,  შპს „დაცვის სამსახური მგლებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N846/7 გადაწყვეტილებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF132  ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 30 ოქტომბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „დაცვის სამსახურ მგლებს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (23.10.2012 N03/2498-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება შპს „დაცვის სამსახურ მგლებს“ ჩაბარდა 2012 წლის 24 ოქტომბერს. (შპს „სმარტექსის“ შეტყობინების ბარათი N3454).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს „დაცვის სამსახური მგლების“ წარმომადგენელი ნანა სულაბერიძე (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც დადასტურებულია შპს „დაცვის სამსახური მგლების“ დირექტორის ლევან ჯანელიძის მიერ გაცემული რწმუნებულებით 05.07.2012) და კომპანიის ოპერატიული სამსახურის უფროსი მამუკა ტაბიძე.

შპს „დაცვის სამსახური მგლების“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორი არ იმყოფება საქართველოში, ხოლო მისთვის საქმის გარემოებების თაობაზე ცნობილი არ არის.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „დაცვის სამსახური მგლები“ წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF132 ნებართვის მფლობელს, რომელსაც კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N846/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, ნებართვით მინიჭებული აქვს 410.400 მჰც და 415.950 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. შპს  ”დაცვის სამსახურ მგლებს” კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N846/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  NF132 ნებართვის სანებართვო პირობების შესაბამისად, დაკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველეყო კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა.

3. შპს  ”დაცვის სამსახურ მგლებს” კომისიის 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2019-12 წერილით ეცნობა, რომ კომპანიის მიერ არ იყო შესრულებული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N846/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  NF132 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, შპს  ”დაცვის სამსახური მგლების” მიერ კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით და კომპანიას მიეცა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით, რათა უზრუნველეყო სანებართო პირობის შესრულება. შპს „სმარტექსიდან“ მიღებული N3029 შეტყობინების ბარათის შესაბამისად, შპს  ”დაცვის სამსახურ მგლებს” კომისიის აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2012 წლის 23 აგვისტოს.

4. შპს  ”დაცვის სამსახური მგლების” მიერ 2012 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ იქნა ასახული ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის N10/1124-12 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2012 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შპს  ”დაცვის სამსახური მგლების” მიერ, კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, არ არის ასახული ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით.

5. შპს „დაცვის სამსახური მგლების“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია, აღნიშნავს შემდეგს:

1. შპს „დაცვის სამსახური მგლების“ მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N846/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF132 ნებართვის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, კომპანიის მიერ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში არ იქნა ასახული ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონული წესით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ კომპანიას 2012 წლის 20 აგვისტოს N06/2019-12 წერილით შეახსენა აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე და განუსაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღის ოდენობით;

                                                                                                                                                                 

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დაცვის სამსახური მგლების“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე დროს, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის,  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „დაცვის სამსახურ მგლებს“ დაეკისროს ჯარიმა 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით,  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N846/7 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF132 ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „დაცვის სამსახურმა მგლებმა“  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. დაევალოს შპს „დაცვის სამსახურ მგლებს“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N846/7  გადაწყვეტილების მე-4 პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF132 ნებართვის სანებართვო პირობების შესრულება და კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით დაუყოვნებლივ ასახვა.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „დაცვის სამსახური მგლებისთვის“   დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „დაცვის სამსახური მგლებისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო  დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).  

კომისიის წევრი                                                      ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                       კ.კვიტაიშვილი                                                 

კომისიის წევრი                                                       ა.სიხარულიძე

                                                                                                                                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები