წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 692 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2012

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 02 ნოემბრის №66 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2012 წლის 02 ნოემბრის №66 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ (მომხს. ი. მახარაძე);

ბ) შპს „ახალი ტექნოლოგიებისათვის“ ეროვნული სასიგნალო კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე);

გ) ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე).

2. კომისიის 2012 წლის 02 ნოემბრის №66 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

კარლო კვიტაიშვილი

                           კომისიის წევრი 

 

აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები