საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2012
მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს დამატება და გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ნ) ქვეპუნქტი:
”ნ) თამარ ჯოგიაშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი.”
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
